ივერიული
ფოთელი ვარ და პოეზიის ლოთიფოთი ვარ,
ფეთქი ლექსების ალავერდით თქვენთან მოვდივარ.
ჭალიკონი ვარ, შავი ზღვიდან შემოვარდნილი,
ქართვლის დედისთვის თეთრ ზვირთების მომაქვს მანდილი,
ნარიყალისთვის თორი მომაქვს უშბის მყინვარის
და მომაცილებს ლეგიონი ფაზის-მდინარის,
ხარები მომყავს აიეტის, მზით დადაღული,
კოლხეთის ზეცა ვარსკვლავებით გადანაღმული.
ეს ღრუბლები კი არის ღმერთის თეთრი დროშები,
მზის მარმაშებით, სირმებით და ოქროს ყოშებით;
თამარის სუნთქვა ვარძიიდან ნიავს მოჰყვება,
არაგვთან ვაჟა დამხვდება და მთისას მოყვება,_
“ერეკლეს გვირგვინს დავეძებო!” _ ეს აღმოხდება.
ჩუ, რა ხმა ისმის წიწამურთან ? ვისი გმინია?
ზართატეხაა, ცის სამრეკლოს დაუგრგვინია _
ეს ერის მამის სიკვდილია და...