ქართველს თრიალეთი უხმობს ექსკლიუზივი
საყვარელო, ირმის ჯოგებს
თრიალეთში უძოვიათ,
ჩემი დაკარგული განძი
დუხაბორებს უპოვიათ.
მალაკანებს უპოვიათ
ჩემი ხვასტაგი და რემა,
ქციის ხრამში ჩაესვენა
სისპეტაკე ნაადრევად.
ბაღუაშო, კლდეკარიდან
რისხვა გრიგალივით წივის,
ჩამონგრეულ ფიტარეთში
წინაპრების სული ყივის.
წინაპრები...
თორემ ვიცი,
მიწას დუხაბორიც უვლის,
ყელი გამოღადრული მაქვს,
ვკვდები, ვეღარ ვიკლავ წყურვილს.
დროა, ჩამოჰკარით ზარებს,
სამშვიდობოს დაჰკართ ბუკებს,
ჩემი თრიალეთი გიხმობთ,
სისხლი გიხმობთ ტარაბუკებს!
ქაჩალგორა,
გომარეთი,
ასპინძა და აწყური,
გული კაცის, თუ გულია,
არ იქნება მაცდური.
ასპარა და
გედაკლარი,
ფარავანი,
ბარეთი,
ჩამოშლილი თმებით შემხვდნენ,
შემხვდნენ სიმწუხარეთი.
ბაღუაშო, კლდეკარიდან
რისხვა გრიგალივით წივის,
ჩამონგრეულ ფიტარეთში
წინაპრების სული ყივის.
წინაპრები...
თორემ ვიცი,
მიწას დუხაბორიც უვლის,
ყელი გამოღადრული მაქვს,
ვკვდები, ვეღარ ვიკლავ წყურვილს.
თრიალეთში უძოვიათ,
ჩემი დაკარგული განძი
დუხაბორებს უპოვიათ.
მალაკანებს უპოვიათ
ჩემი ხვასტაგი და რემა,
ქციის ხრამში ჩაესვენა
სისპეტაკე ნაადრევად.
ბაღუაშო, კლდეკარიდან
რისხვა გრიგალივით წივის,
ჩამონგრეულ ფიტარეთში
წინაპრების სული ყივის.
წინაპრები...
თორემ ვიცი,
მიწას დუხაბორიც უვლის,
ყელი გამოღადრული მაქვს,
ვკვდები, ვეღარ ვიკლავ წყურვილს.
დროა, ჩამოჰკარით ზარებს,
სამშვიდობოს დაჰკართ ბუკებს,
ჩემი თრიალეთი გიხმობთ,
სისხლი გიხმობთ ტარაბუკებს!
ქაჩალგორა,
გომარეთი,
ასპინძა და აწყური,
გული კაცის, თუ გულია,
არ იქნება მაცდური.
ასპარა და
გედაკლარი,
ფარავანი,
ბარეთი,
ჩამოშლილი თმებით შემხვდნენ,
შემხვდნენ სიმწუხარეთი.
ბაღუაშო, კლდეკარიდან
რისხვა გრიგალივით წივის,
ჩამონგრეულ ფიტარეთში
წინაპრების სული ყივის.
წინაპრები...
თორემ ვიცი,
მიწას დუხაბორიც უვლის,
ყელი გამოღადრული მაქვს,
ვკვდები, ვეღარ ვიკლავ წყურვილს.