თედორაძე დავით
გაზიარება

სხალთის ტაძართან ექსკლიუზივი

ბალღო!
მოეფერე ამ ტაძრის ჩუქურთმებს!
სანთელი დაუნთე ქვითხუროს!
მტერს რომ უნდა და რომ ჰგონია,
წარსულს წაუღია ის ხულო.
მე ვიცი, რაც მჭირს და მაცრემლებს
და შენთვის რა ტვირთსაც ვკისრულობ,
ტბელის გენია რომ ანათებდა,
შევხარი,
შევნატრი იმ ხულოს.
დაღლილს და
დაღარულს
წიოკობით,
დღეს მინდა სურვილი მისრულონ,
მცხეთას რომ უხარია,
თბილისს რომ უხარია,
იქნები ყოველთვის ის ხულო.

??????