ტირილი იყო სარფში ექსკლიუზივი
ხანდახან საქმე არ წაუვა
კაცს ხოლმე წაღმა...
ტირილი იყო გამოღმა და
ტიროდნენ გაღმაც.
შუა სოფელში ხაკისფერი
ღობე და ღობე,
ფორთოხლის ჩრდილში მოხუცები
სხედან და ბჭობენ.
აფრინდა შაშვი ძირგამომპალ
ხურმის ტოტიდან,
ხბო გაჯიუტდა ვანილიშის
ჩამტყდარ ბოგირთან.
ცხოვრობს სოფელი ადათებით _
ძველით და ახლით,
დგას ჯარისკაცი მავთულხლართთან,
იქვეა ძაღლი.
მზემ სახეთილ დიაცივით
ზღვაში ჩაყვინთა...
გამოასვენეს და გამოჰყვა
გული გაღმიდან.
აქ კი მდუმარე, ხაკისფერი
ღობე და ღობე...
სასაფლაოზე მოხუცები
დგანან და ბჭობენ.
კაცს ხოლმე წაღმა...
ტირილი იყო გამოღმა და
ტიროდნენ გაღმაც.
შუა სოფელში ხაკისფერი
ღობე და ღობე,
ფორთოხლის ჩრდილში მოხუცები
სხედან და ბჭობენ.
აფრინდა შაშვი ძირგამომპალ
ხურმის ტოტიდან,
ხბო გაჯიუტდა ვანილიშის
ჩამტყდარ ბოგირთან.
ცხოვრობს სოფელი ადათებით _
ძველით და ახლით,
დგას ჯარისკაცი მავთულხლართთან,
იქვეა ძაღლი.
მზემ სახეთილ დიაცივით
ზღვაში ჩაყვინთა...
გამოასვენეს და გამოჰყვა
გული გაღმიდან.
აქ კი მდუმარე, ხაკისფერი
ღობე და ღობე...
სასაფლაოზე მოხუცები
დგანან და ბჭობენ.