ვცნობ ქართველებს ღიმილზე ექსკლიუზივი
სხვა სიყვარულს რა უნდა,
თუკი გული გულობს...
ბორჩხა ქედას მაგონებს,
ართვინი კი _ ხულოს.
აჩუქურთმებს დილის მზე
სოფლებს სასწაულად...
ვცნობ ქართველებს ღიმილზე
და ვეხვევი ძმურად.
კაცი ხულელს ჩამოჰგავს,
ქალბატონი _ ქედელს,
ქართული იავნანათი
გამოუზრდიათ დედებს.
ჟამმა ვერ გახრა სიმუხთლით
მშობლიურ სიტყვის ჯადო,
მოდიან, მეფერებიან, _
ჩვენებური ხარ მთლადო.
მეც ვეფერები გულგახსნით
და ქართველობას ვუქებ
ხოფელ,
ბორჩხელ და ართვინელ
თვალებსაცერა გურჯებს.
თუკი გული გულობს...
ბორჩხა ქედას მაგონებს,
ართვინი კი _ ხულოს.
აჩუქურთმებს დილის მზე
სოფლებს სასწაულად...
ვცნობ ქართველებს ღიმილზე
და ვეხვევი ძმურად.
კაცი ხულელს ჩამოჰგავს,
ქალბატონი _ ქედელს,
ქართული იავნანათი
გამოუზრდიათ დედებს.
ჟამმა ვერ გახრა სიმუხთლით
მშობლიურ სიტყვის ჯადო,
მოდიან, მეფერებიან, _
ჩვენებური ხარ მთლადო.
მეც ვეფერები გულგახსნით
და ქართველობას ვუქებ
ხოფელ,
ბორჩხელ და ართვინელ
თვალებსაცერა გურჯებს.