თედორაძე დავით
გაზიარება

არჩევნები ექსკლიუზივი

ერთ უბანში, ერთ ადგილზე, ერთმანეთზე უარესი ცამეტი კაცი იყრიდა კენჭს.

მოდით, ვინც გინდათ შემოხაზეთ,
მოხაზული გვაქვს ისედაც,
ამათში ერთიც არ არის,
ქვეყანას გულს რომ მისცემდა.

დრო მოდის უთოფო ყაჩაღების,
თოფიანები ციხეშია,
ქვეყანა აშლილ-აწეწილი
საძარცვავად მოსულ მტრის ხელშია.

ჩვენ რა ხანია ვიკვებებით
შეპირებებით და ლოზუნგებით,
პურის ნატეხით გვაჩუმებენ
და მალე ისე მოვდუნდებით, _

მუხლებს დავულოკავთ მონებივით,
დღეს ვინც სავარძლებში მოკალათდნენ...
ცამეტში ცამეტივე ფლიდია და
ცამეტში ცამეტივე მოძალადე.

??????