თედორაძე დავით
გაზიარება

როცა წვიმები ამირბარობენ ექსკლიუზივი

წვიმს _
ბათუმს წვიმა როდის უკვირდა,
ცა წარბის გახსნას არც აპირებს,
ამოაგორე, ცაო, უბიდან
მზე _ სიხარულით რომ ამატიროს.
რომ მოილხინოს ჩემმა სტუმარმა
და ზღვას დარდები მიასამაროს,
რომ მიატოვონ რეტრო ქალებმა,
იენძელონ და იასამანონ, _
ამოაგორე, ცაო, უბიდან
მზე და სიცოცხლეს მიეც ხალისი,
დაბრუნდებიან სიყრმის სიზმრები
და სიყვარულიც მოვა თავისით.
მაგრამ ვის მისწვდეს
სიბრძნე სურვილთა,
როცა წვიმები ამირბარობენ,
ამოაგორე, ცაო, უბიდან
მზე და ქალაქი ამიგალობე!

??????