თედორაძე დავით
გაზიარება

ვდგავარ და გამჩენს ვვედრი ექსკლიუზივი

გულს შეეყარა ცხარედ
მოურჩენელი სენი...
წამომაბოდებს მწარედ -
დამაქცევარი ენით:
რატო არა ხარ ჩემი,
რატო არა ვარ შენი.
არცვინ დამგდები ყურის,
არცვინ მოწილე სევდის...
ხატი,
ღმერთი და
რჯული -
გამიცამტვერე გული
ათამაშებულ მკერდით.
ზევით მთა არის თეთრი,
დაბლა, ჭალაში ძნები,
ვდგავარ და გამჩენს ვვედრი -
ქარმა გიკოცნოს თმები.

??????