თედორაძე დავით
გაზიარება

ამგვარ სიყვარულზე არ მღერიან ექსკლიუზივი

სულს რომ ვუბერავდი,
გულს რომ ვუტოვებდი,
რომ არ ვაკარებდი ნარ-ეკალს,
შხამი მომანთხია ღალატის და
ჩემი სიყვარული წალეკა.

მშვიდობით წლებო,
ჩავლილებო,
თქვენი გახსენებაც მტანჯველია,
ჩემი შეწუხება არ ინებოთ,
ამგვარ სიყვარულზე არ მღერიან.

არც გლოვის ზარი მოუხდება,
გლოვა სიწმინდის პერანგია,
გული ჯავრს უნდა ვაკორტნინო,
ასეთ ქალებს არ შენატრიან.

??????