თანდილავა იაშა
გაზიარება

დიდება წმინდას მაღალსა ექსკლიუზივი

დიდება წმინდას, მაღალსა, დიდება სინათლეს!
ო, მისი ხილვა მაღირსა, რომ სული ჩემი ბრწყინავდეს,
დიდება აზრის მწვერვალებს, დიდება სრულსა სიმართლეს,
დიდება ბედის მწერალსა, სიმაგრეს, რწმენის სიმაგრეს.
დიდება ღვთიურ განწმენდას, ყოვლისა ბოროტისაგან,
დიდება ქვეყნის გაჩენას, მიწისგან, ბოლოს ისა ხარ.
დიდება არსთა არსობას, და ჰარმონიას დიდება,
ერთი ათასჯერ ასობდეს, და ნურც როს გაიყინება.
დიდება ტანჯულს იესოს; დიდება გვემულს, ნაწამებს.
გულზე ისარი მიესოს, კაცი კაცს თუ კი აწამებს.
დიდება ცად ამაღლებას, დიდება სულის მოფენას,
დიდება ამ გამარჯვებას, მამის ძის კაცად მოვლენას.
დიდება მისთვის ვინც ითმენს, ვინც ბეწვის ხიდზე გადადის,
მიწყივ ხორცს სულისთვის ივნებს; დიდება, დიდება, მარადის!.

??????