კვასტიანი კუკური
გაზიარება

თამარის კოშკი სვანეთში  ექსკლიუზივი

სვანეთის მთებში ერთი კოშკი დგას,
აქ დადაფნულა გზები სავალი.
აქ გაუვლია თამარ დედოფალს,
ლამაზ დედოფალს, თავის ამალით.

მკურნალ წყაროსაც დასწაფებია,
სწვავდა გარემოს მისი მშვენება.
და მოხიბლული ტურფა მამულით,
უბრძანა მხლებლებს კოშკის შენება.

ლილეს სურვილებს შეასხა ფრთები,
დაატკბო სუნთქვამ ღვთიურ მდელოსი.
და მთებს კი გულში ჩაუდგა კოშკი,
ვით უკვდავება საქართველოსი.

??????