ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

გვიანი წერილი 

 

   გივიწყებდი და მაშინაც მახსოვდი,

   მახსოვდი და მსურდა დამვიწყებოდი,

   ბედო, თუკი ასე დასრულდებოდი,

   ნურასოდეს ნუღარმც დაიწყებოდი.

 

   ვერ დავმალე გული, ვერ გადავაგდე,

   მწოვა სისხლი სისხლძარღვების ობობამ,

   მაპატიე მდუმარება აქამდე,

   ტანჯვით ტკბობა, ოცნება მონობა.

 

   ღმერთო ჩემო! რა უღმერთოდ მიყვარდი

   და რატომღაც გარიდებდი სიყვარულს,

   შენ აღწევდი ყველა, უღრმეს ფიქრამდი,

   მტანჯავდი და მაინც ჰგავდი სიხარულს.

  

   არ დავმალავ, თან მიყვარდა, თან მძულდა

   საკაცეთი ეჭვიანი სიავით,

   არ მინდოდა, არა, არა, არ მსურდა

   დაჯერება, რომ ვიღაციხ იყავი.

 

   ნეტავ რატომ ვერასოდეს გაგიტყდი?

   რად მეგონე მიუწვდომლად მაღალი?

   ანდა ახლა, ბოლოს რატომ გაგიხდი

   უნებური საფიქრალი ახალი?

 

   ჰო, ძვირფასო, მე ვარ იგი უცნობი,

   ყვავილებს რომ გიგზავნიდა ფარულად,

   დავიღალე ბედის რაშის ურჩობით,

   სადაცაა დასრულდება მარულა.

 

   ვკოცნი წერილს, არ მაქვს მეტი ჩარა და

   სამუდამოდ დაკარგულო იმედო,

   მაპატიე, თუ გაქციე ჯალათად...

   დროა, შუბლში ტყვია უნდა ვიჭედო.

                                    2009

    M 

count
სულ 14698 ნაწარმოები

ქართული კლავიატურა
Система Orphus
kavkasioni