ზაქარიაძე ლაზარე
გაზიარება

ნელა ექსკლიუზივი

ნელ-ნელა უნდა დაეუფლო დუმილს და სმენას, ნელ-ნელა უნდა გაყინო მზერა, ნელ-ნელა უნდა მოერიო გრძნობას, გონებას, ნელ-ნელა უნდა უნდა გასცურო ნელა. ნელ-ნელა უნდა უარი თქვა ყველა სურვილზე, ნელ-ნელა უნდა გადაიქცე სხვებისთვის ხელად, ნელ-ნელა უნდა დარბილდე და თავი დახარო, ნელ-ნელა უნდა დაუთმო ყველას. ნელ-ნელა უნდა განიძარცვო სამოსელისგან, ნელ-ნელა უნდა დაივიწყო რაც იყო ძველად, ნელ-ნელა უნდა დაიჩოქო, ნელ-ნელა მოკვდე, გარდაიცვალო უნდა, მაგრამ იცოდე, ნელა. ნელ-ნელა უნდა დაივიწყო შენი სახელი და ყოველივე, რაც რომ ახლდა იმ სახელს მცველად, ნელ-ნელა უნდა გააერთო სიტკბო-სიმწარე, თვით მწუხარებაც სიხარულად აქციო ნელა. ნელ-ნელა უნდა ისევ ისე დაპატარავდე, ნელ-ნელა ისევ სრულ იქმნე და იზარდო ნელა, ქალიც და კაციც ისევ ისე გაერთდეს შენში და შინ მიხვიდე, ოღონდაც ნელა... ნელ-ნელა უნდა განიძარცვო სამოსელისგან, ნელ-ნელა უნდა დაივიწყო რაც იყო ძველად, ნელ-ნელა უნდა დაიჩოქო, ნელ-ნელა მოკვდე, გარდაიცვალო უნდა, მაგრამ იცოდე, ნელა...


??????