ანანიძე ლევან
გაზიარება

რას ვუტოვებთ საქართველოს? ექსკლიუზივი

სახელოვნად ცხოვრების გზის
გავლა არის გამარჯვება,
,,წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება”.

ერთგულებით მკერდში გული
გვიძგერს და ის გვკითხავს ბოლოს:
რას ვუტოვებთ სასიკეთოდ
ჩვენს მშობლიურ საქართველოს?

რას ვუტოვებთ ქართლს, იმერეთს?
ამ მთებს, რომ ამართულია?
არვის ახსოვს, ვისაც მუდამ
ხალხზე ზრუნვით არ უვლია.

შემოგვყურებს ხოხბისფერი
ორწოხები, ხეობები,
რა ფასი აქვს ფუჭი ზრახვით
და განცხრომით თუ ბერდები.

ლომგულების ნაკვალევი
არის, სადაც ფეხს ვაბიჯებთ,
საუბარი უყვართ მათზე
თვალმერცხალა გოგო-ბიჭებს.

იგონებენ მოკრძალებით
რაც შემორჩა მატიანეს,
კურთხეული მათი სული
მზის შუქსავით დაგვტრიალებს.

სევდას ვიგრძნობთ, მინდვრად ვინმემ
ყვავილები გადათელოს,
სიბერისჟამს ნეტავი რას
დავუტოვებ საქართველოს.

??????