ანანიძე ლევან
გაზიარება

მთიელი ქალიშვილი ექსკლიუზივი

ოცნებით მრავალს ეკუთვნის
ქალწული სახეცქრიალა,
ვაჟები მზერად ქცეულან,
ბილიკი ჩამოიარა.

თქვეს ჩუმად:- ანგელოზსა ჰგავს,
-თინა ჰქვია? თუ ეთერი?...
ცის თაღი ზღვისფრად ლივლივებს,
-მასაც კაბა აქვს ზღვისფერი.

მხარს ვის შეუმკობს ნეტავი
ასე ლამაზი, კეთილი?-
,,რაფს” წაჰყვა, დარჩენ ვაჟები
გზის პირთან გულდაწყვეტილი.

მკერდს უმშვენებდა ქალიშვილს,
თმა წაბლისფერი საოცრად,
ის სტუდენტია და იქნებ
აქვს ლექცია ან გამოცდა.

მრავალს ეკუთვნის ოცნებით
ქალწული სახეცქრიალა,
ქალაქში გამგზავრებისას
ბილიკი ჩამოიარა.

??????