ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული
გაზიარება

მდუმარე ღამე ექსკლიუზივი

მდუმარე ღამე მიიპარება,
მალე დარეკავს ცისკრის ზარები,
ჩემი ოცნება და მღელვარება
ღამეს მიჰყვება აკანკალებით.
ცაზე ღრუბლები თანდათან წვება,
სახლებზე ადის შავი რგოლები,
ვუყურებ სივრცეს და ყოველ წვრილმანს,
გულში ვიხატავ მე შთაგონებით.
ტკბილი ოცნებით ზეცას ვეხვევი
ცრემლმორეული ვაცლი ლაბადას,
ვხედავ რომ შორით ტირის ვერხვები.
რადგან ყოველი წარსულს ჩაბარდა.

??????