გიორგაძე ქეთევან
გაზიარება

აგვისტოს ომში დაღუპულებს  ექსკლიუზივი

არ ვიცი, იქნებ ჩემი ბრალია
შენს თვალებში რომ მზეა ჩამქრალი.
წაგებულ ომებს– სულის გალიას
აურევიათ ტყუილ–მართალი.
ჩემი თაობა, შენი თაობა,
სისხლიან ზოლთან გულის კანკალი...
გადაჰყოლია ამ უთაობას
არც ზღვარი სჩანს და აღარც საზღვარი.
გადაჭრილია თითქოს აორტა,
და მეომრები საფლავგამქრალი
ამოჰყვებიან სულეთს საომრად
შენ რომ დატოვე მკლავებს დამკვდარი.

??????