წუხელ ექსკლიუზივი
შენზე ფიქრში მძინავს,
წუხელ ჩიტის ფრთებით
მოყევ სიზმრის ნიავს.
შენი სახე ცრიდა
მზის შუქს მოელვარეს,
და მეგონე ციდან
მოწყვეტილი მთვარე.
რით აღებდი ფანჯრებს,
ვერ ვიგონებ ახლა,
ზეციური სითბო
და სიტურფე გახლდა.
გულმა უცებ იგრძნო
უცნაური სიტკბო,
და ვნებების ფარამ
სული დამიფარა.
რა სიამე ვიგრძენ,
იმის თქმა არ მძალუძს,
არაფერზე გავცვლი
იმ ღამის საგანძურს.