როცა ღმერთი მიმიხმობს
მე ვეახლები იმ წამს
სულს მივაბარებ უფალს,
სხეულს კი მამულს , მიწას.
მანამდე მინდა ვთესო
სიკეთე,მადლი,სითბო.
რისი გაცემაც მე მსურს,
იგი სხვებისგან ვიგრძნო.
მე შენი ნებით მოველ,
უფალო,ღმერთო დიდო,
შენ ერთი როლი მარგე,
ცხოვრების დიდო წიგნო