თურმანიძე თემურ
გაზიარება

სიყვარული არის რწმენის საზომი ექსკლიუზივი

სიყვარულით ვიყო მინდა შეშლილი
ჭირში ვიყო სალი კლდე და უტეხი,
სუროსავით სულზე შემოგეხვევი,
საქართველოს ჰყავდეს შვილი ულევი.
ობი ედოს სიძულვილს და მტრობას,
სიყვარული არის არსთა საზომი.
ვთესოთ,ვიმკოთ, სიყვარულის ნაყოფი
და ვიკმაროთ მხოლოდ ჩვენი სამყოფი.
თუ ამღერდა ვინმე დიდი სითბოთი,
ხმა შევუყოთ, ავყვეთ გულის კარნახით.
ჩვენც გვიყვარდეს ჩვენი კუთხე ,სამშობლო,
წარსულით და ყველა ციხე – ტაძარით.
ქვეყნად ვთესოთ იმედი და სიკეთე,
გულში ენთოს სიყვარულის ხანძარი,
ქვეყნად ერთი ის უფალი ,ღმერთია,
– სალოცავი და ტაძარი მრავალი.
იქ ილოცე,სადაც გული გკარნახობს,
ლოცვა არის შვებაცა და ვედრებაც.
სიყვარული არის რწმენის საზომი,
სიყვარული არის გრძნობის შეხება.
სიყვარულით მუდამ ვიყო შეშლილი,
სიყვარულის მუდამ მედგას უღელი,
საქართველოს ვიყო შვილი ერთგული,
ერთგულებით ვიყო მუდამ უძღები.

??????