თურმანიძე თემურ
გაზიარება

ყური უგდე ექსკლიუზივი

ინგრევა კოშკი სიყვარულით აშენებული,
ვით ძველი რომი, ან ბაგრატის კოშკი–ტაძარი.
გალაკტიონ ტაბიძე

ჭოროხის და მტკვარის ბუტბუტს
ყური უგდე, შენ , ქართველო,
საქართველოს ძველი მიწის
წიაღიდან მოაქვთ ლელო.

ყური უგდეთ მღვრიე ტალღებს,
სისხლითა და ცრემლით ნაზავს,
არტანუჯის,იმერხევის
და შავშეთის ტაძრებს მრავალს.

შატბერდი და ტაოს კარი,
ოშკი, ტბეთი, ყველის ციხე,
ანჩა,ბანა და ართვინი,
დღესაც რომ გვწვავს მათი სიცხე.

ბევრგან თურმე სამლოცველო ,
საჯინიბოდ მოუწყვიათ,
წინაპართა საფლავის ქვა,
ცხენის ფლოქვებს მოუთხრიათ.

გრემში,ჯვარში და გელათში
ჩვენი ქვეყნის ისტორია,
წინაპართა წმინდა სისხლით
მათ კედლებზე გვიწერია.

მოვუაროთ,მოვიკითხოთ,
ხიხანი და ნინოწმინდა,
ბეთანია,ბეშთაშენი,
მოწამეთა, ნიკოწმინდა.

იყალთო და ახალციხე,
სიონი და აფსაროსი,
ბარალეთი და ბედია,
ნარიყალა და ფაზისი.

წინწყარო და ანანური,
ოპიზარის მონასტერი.
ვარძია და ალავერდი
სიამაყე არის ჩვენი.

ყური ვუგდოთ მტკვარს მცხეთასთან,
ქართულ ტაძრის ყველა კედელს,
პეტრას ციხის ნანგრევ ფუძეს
და მამულის ბებერ ქედებს.

მოვეფეროთ ,მოვუაროთ,
წინაპართა ძვალთშესალაგს,
სიცოცხლის და რწმენის ფასად
აშეებულ ყველა ტაძარს.

??????