ძმები ექსკლიუზივი
მიფრინავენ, მიფრინავენ უმლობლად წლები,
კვლავ თავს ვიყრით ახლა უკვე ჭაღარა ძმები.
გვახსენდება ბავშვობა და ვაწვალებთ ღილებს
და ვუჩივით გულდაწყვეტით დროსა და შვილებს.
ვკამათობთ და ვლაზღანდარობთ, რა დალევს სათქმელს,
ძველებურად ვეღარცერთი ვერ ვიტანთ სასმელს.
ქვეყნის დიდი ისტორიის ეკლიან გზებზე,
ჩვენს უცნაურ ხასიათზე, იღბალზე, ხვედრზე,
კიდევ ათას რაღაცაზე ვჭმუნავთ და ვდაობთ
და ვიმრავლებთ შეუმჩნევლად ნაოჭზე-ნაოჭს.
უფრო ხშირად გვტკივა წელი, ვუჩივით გულებს,
ახლო-ახლო ვუჩოჩდებით გაშანთულ ღუმელს.
ჩვენი დედის, ჩვენი მამის რა დალევს ნატვრას,
მაგრამ უფრო იშვიათად ვნახულობთ საფლავს...
კიდევ ერთი დღეც რომ გადის და მარტო ვრჩები,
ვვედრი გამჩენს: ღმერთო, დიდხანს მიცოცხლე ძმები.