ახვლედიანი ვახტანგ
გაზიარება

კაპნიბოლოს დიგინახე ... ექსკლიუზივი

კაპნიბოლოს დიგინახე, წელზე გერტყა ქამარი,
ჩუმად მივხედ – მოვხედევი, ვერსად ვნახე სამალი,
წელირხევით ჩიმიარე, პეპლაიკაბა გშვენოდა,
სიყვარულის თქმა მეწადა, მარა მეტი მრცხვენოდა.

შენი ტანი მოქნეული, შენი ყელი ყარყარა,
ნაწნავების მიმორხევაი, კაბიკალთის ფრიალი
იმ წუთების მწარე-ტკბილით გულში ჩემეღვარღვარა
და დაწყევლილ კაპნიბოლოს ვიარები ჩქარ-ჩქარა.

გოვ, ამდენი მოლოდინით გული გედემელია,
ყოვლიღამი გათენებაი რავარ მოსათმენია.
უპატარძლოდ ი საწყალი ნენე-ბაბაიც გაწამდა...
ერთი შენი გამომცხვარი ჭადიკვერაი მაჭამა.

ერთი შენი გამომცხვარი ჭადიკვერაი მაჭამა,
ერთი შენი მონაქსოვი ღაზლიწინდაი ჩამაცვა,
ერთხელ შენთან, ტანხერტალავ, განდაგანაი მასამა,
ერთი ხელში ჩიმიგორა ჩვილბოკვერაი ბაღანა.

კაპნიბოლოს დიგინახე, წელზე გერტყა ქამარი,
ჩუმად მივხედ – მოვხედევი, ვერსად ვნახე სამალი,
ტანამაყად ჩიმიარე, არც კი შემომხედევი,
სიყვარულის თქმა მეწადა, მარა... ვერ გავბედევი.

??????