ახვლედიანი ვახტანგ
გაზიარება

ტბელის სიბრძნე ექსკლიუზივი

ხიხას მთებით აფრენილო ერის დიდო მოძღვარო,
ეტრატების შენის შუქით ვარსკვლავები მოძრაობს.

სიბრძნე შენი ზეციური ვინ გათვალოს, აწონოს,
უცხოეთი ქედს გიხრიდა მეცნიერს და ასტრონომს.

ერისთავო ერისთავთა, იქნებ ბევრიც გიჭირდა,
როგორც გონი, თურმე ხმალიც არანაკლებ გიჭრიდა.

მაღალმთიან აჭარიდან გასცდი დროის ყველა ზღვარს,
სიბრძნე შენი მოსდევს დღესაც რვაასი წლის კალენდარს.

ცადაწვდენილ მთათა შვილო, ერის დიდო თავადო,
მეცნიერთა, შემოქმედთა საქმეთ დღესაც თამადობ.

კურთხეული აჭარაა შენი მუზის მშვენება,
ალბათ, მიტომ მოგვდგამს კაცში სულის ტაძრის შენება.

ხიხას მთებით აფრენილო ერის დიდო მოძღვარო,
ეტრატების შენის შუქით ვარსკვლავები მოძრაობს.

??????