ახვლედიანი ვახტანგ
გაზიარება

იავნანა ექსკლიუზივი

ახლა უნდა დაიძინო,
პაწაწინა მტრედო,
მჯერა, მალე გაიზრდები
ქალი სანაქებო.
ხის ტოტებში იავნანას
მღერის დედა ჩიტიც,
ალბათ, მალე დაიძინებს
მისი მარგალიტიც.
პაწაწინა საოცრებავ,
მზეო პაწაწინავ,
რა ლამაზად იღიმები...
რა საყვარლად გძინავს.
გელოდება წუთისოფლის
კარგიცა და ავიც
დაგიფარავს დედის ლოცვა
და მაცხოვრის ჯვარი.

??????