Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

პოე(მ)ზია 

  ერთადერთი არის ქვეყნად ყოველი

  და მისნაირს არასოდეს მოველი.

 

  ერთადერთი არის ყველა აისი,

  ყოველი Dდღე და ყოველი დაისი.

 

  არ იდარდო, ყოველივე გაივლის

  და ძალიან  ესეც ნუ გიხარია,

  კაცად ყოფნის სევდა და სიხარულიც _

  როგორც მგლები _ გულში ერთად არიან.

 

  არც გვიღიმის ბედი, არც გვემდურება,

  მოლანდება არის ქვეყნიერება,

  განა რაა ნეტავ უბედურება?

  განა რაა ნეტავ ბედნიერება?

 

  ტალღასავით განცდა განცდას დაფარავს

  და დავრჩებით ხსოვნის ქვიშის ამარა.

 

  მოლანდება არის რაც გვაბადია,

  ყოველივე მხოლოდ ლანდის ლანდია.

 

  ერთადერთი რაიც არ გვეჩვენება,

  სამყაროში არის მშვენიერება.

 

  ყვავილები ყველგან, მუდამ ყვავიან,

  თუკი ხედავ როცა სანახავია.

 

  როცა გავლევ წუთისოფლის მარათონს,

  მწუხრის ბინდში მუზის ცრემლი ინთება,

  საფლავშიაც პოე()ზია გამათბობს,

  ბალახ-ბულახს ამოვფეთქავ რითმებად.

 

                                       2009

??????