მელა და ტურა
თის ერთ ვიწრო ბილიკზე მელა და ტურა კინაღამ ერთმანეთს შეასკდა.
_ როგორ გაბედე, რომ გზა არ დამითმე! _ გაჯავრდა მელა.
_ დამეთმო, ეკალ-ბარდებში გადავსულიყავი და ტყავი დამეხია? რომელი ლომი და ვეფხვი შენ ხარ!
_ არა, მაგრამ მელა ვარ!
_ მელა რომ ხარ... მე ტურა ვარ!
_ მერე, მელა და ტურა ერთია?!
_ რაც შენა ხარ, მეც ის ვარ.
_ როგორ ბედავ! _ აჩხავლდა მელა.
_ მეც შენსავით ვთხრი სოროს, შენსავით ვნადირობ, ვიჭერ თაგვებს და ვირთაგვებს; ვიპარავ ქათამს, იხვს და ბატს. სხვა რა, ხორცი არც შენი ვარგა
და არც ჩემი.
_ მაგრამ ტყავი?..
_ რა ტყავი?! _ დაიბნა ტურა.
_ ტყავი და კუდი... შენი გაქუცული კუდი კუდია? შენი არც ტყავი ვარგა და არც ბეწვი.
_ ტყავი, კუდი და ბეწვი კი, მაგრამ...
_ შენი არც ტყავი, არც კუდი, არც ბეწვი ვარგა და გზა მე დამეთმო?! და ასეთი ტყავი ეკალ-ბარდებზე დამეხია, ლომსა და ვეფხვსაც რომ შეშურდებათ?!
უგუნურო, შენ რომ არა გაქვს, ვისაც აქვს, იმის ფასი და ღირსება მაინც არ უნდა იცოდე?!
_ შენი ტყავი და კუდი ჩემსას დაგლეჯილიც აჯობებს და ჩემს უვარგის
ტყავს და გაქუცულ კუდს კიდევ დაფხრეწა და დაგლეჯა უნდა?! _ აკივლდა ტურა.