ო.ჰენრი
გაზიარება

მართალი მოთხრობა 

იმისათვის, რომ დაეჭვებულმა მკითხველმა ეს წიგნი ოთახის კუთხეში არ მიაგდოს, თავიდანვე ვაფრთხილებ მას, რომ ეს მოთხრობა არ არის საგაზეთო ტელეფონი. აქ ვერ ნახავთ ვერც ყოვლისმცოდნე სახელოებაკაპიწებულ საქმიან რედაქტორს, ვერც ახლადგამომცხვარ ,,ღლაპ” რეპორტიორს, რომელიც ეს-ეს არის რომელირაც შორეული ფერმიდან ჩამოვიდა, ვერ ნახავთ ვერც სენსაციას, ვერც ფანტასიას, სრულიად ვერაფერს.

მაგრამ, თუ ნებას დამრთავთ, ჩემი მოთხრობის პირველი სცენა ,,დილის შუქურის” რეპორტიორთა სამფლობელოში გადავიტანო, ამ პატარა სიკეთის სამაგიეროს იმით გადაგიხდით, რომ ზუსტად დავიცავ ყველა ზემოთმოცემულ პირობას.

,,შუქურაში” დროდადრო შემთხვევით სამუშაოს ვშოულობდი და იმედი მქონდა, რომ მალე მუდმივ ხელფასზე გადამიყვანდნენ. კონგრესის ანგარიშებით, საბირჟო კურსებითა და გაზეთის ამონაჭრებით მოფენილ მაგიდაზე ნიჩბით თუ ფოცხით მომისუფთავებდნენ ხოლმე პატარა ადგილს, იქ ვჯდებოდი და ვმუშაობდი. ვწერდი ყველაფერზე, რასაც ჩამძახებდა, ჩამჩურჩულებდა, ჩამხითხითებდა დიდი ქალაქი, როცა დაუზარებლად დავეხეტებოდი მის ქუჩებში. ჩემი შემოსავალი არ იყო რეგურალური.

ერთ დღეს ჩვენს ოთახში შემოვიდა ვინმე ტრიპი და ჩემს მაგიდას დაეყრდნო. ტრიპი საბეჭდ საამქროში მუშაობდა. მგონი, ილუსტრაციებთან უნდა ჰქონოდა საქმე, რადგან ყოველთვის ფოტოლაბორატორიის სუნი ასდიოდა, ხელები კი სიმჟავეებით ჰქონდა დაჭმული და დალაქავებული. ის ოცდახუთი წლისა იყო, შესახედავად კი ორმოცისას ჰგავდა. ნახევარი სახე ხშირი წითური წვერით ჰქონდა დაფარული, რომელიც საოცრად მოგაგონებდათ კარებთან ფეხის გსაწმენდად დაფენილ ჭილოფს. აკლდა მხოლოდ წარწერა: ,,მობრძანდით”. ტრიპს ფერმკრთალი და ლაქუცა შესახედაობა ჰქონდა. ის მუდამ სესხულობდა ფულს ოცდახუთი ცენტით დაწყებულიერთ დოლარამდე; დოლარი უკანასკნელი ზღვარი იყო. მან ისევე კარგათ იცოდა თავისი კრედიტის ზომა, როგორც ნაციონალურმა ქიმიურმა ბანკმა იცის, თუ რამდენ HO გამოაჩენს ზოგიერთი მისი აქციების ანალიზი.

ტრიპი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და ხელები ერთიმეორეს გადააჭდო, რომ თითების ცახცახი დაეფარა. ვისკის შედეგი! ტრიპი, ჩვეულებისამებრ უდარდელი, გამომწვევი იერის მიღებას ცდილობდა, რაც რასაკვირველია, ვერავის მოატყუებდა, მაგარმ მაინც ეხმარებოდა ფულის სესხებაში. ეს ისე საცოდავად და ნაძალადევად გამოსდიოდა, რომ ფულს ვერავინ დაუჭერდა.

მე სწორე დიმ დღეს გამოვტყუე მოლარს ავანსად ხუთი ბრჭყვიალა ვერცხლის დოლარი, მოთხრობის ანგარიშში, რომელიც უხალისოდ მიიღო რედაქტორმა საკვირაო დამატებისთვის. ასე რომ, მთლიანად შერიგებული არ ვიყავი ამ წუთისოფელთან, დროებითი დაზავება მაინც მქონდა გამოცხადებული. ტრიპი რომ შემოვიდა, ის იყო გატაცებით ვიყწებდი ბრუკლინის ხიდის აღწერას მთვარის შუქზე.

__ აბა, ტრიპ, _ ვუთხარი და მოუთმენლად ავხედე. __ როგორ არის საქმეები?

ტრიპს ჩვეულიბევრზე კიდევ უფრო საწყალი, დაჩაგრული, საცოდავი შესახედაობა ჰქონდა. დამცირების იმ საფეხურზე იყო მისული, ისე საცოდავად გამოიყურებოდა, რომ ძალაუნებუად ხელის შემოკვრის სურვილს იწევდა.

_ გაქვთ ერთი დოლარი? _ კითხა ტრიპა დ თავისი მორჩილი ძაღლისთვალებიაახამხამა.

_ მაქვს, - უთხარი მე, მაქვს, _ გავუმეორე კიდევ უფრო მკვახედ, -_ ერთი კი არა ხუთი და გახსოვდეთ რომ დიდი გაჭირვებით გამოვცინცლეეს ფული ბებერ ატკინსონს. იმიტომ, რომ მინდა... მაკლია... ძალიან მიჭირს... სწორედ... ზუსტად ეს ხუთი დოლარი მჭირდება... _ დოლარის დაკარგვის მწარე წინაგრძნობამ დამაჯერებლობა შემატა ჩემ სიტყვებს.

__ სესხად არა გთხოვთ, თქვა ტრიპმა, და მე ისევ შვებით ამოვისუნთქე. _ მეგონა გაგიხარდებოდათ კარგი სიუჟეტის პოვნა. ერთი საუცხოო სიუჯეტი მაქვს თქვენთვის. მტელი სვეტი გამოვა. დიდებული რამ არის, თუ კარგად გააკეთეთ. მასალა, ალბათ, ერთი ან ორი დოლარი დაგიჯდებათ. ჩემთვის კი არაფერს არ გთხოვთ.

ცოტათი დავმშვიდდი. ეტყობოდა, ტრიპი აფასებდა ჩემს წინანდელ წყალობას, თუმცა მის გადახდას არ ფიქრობდა. მას რომ საკმაო წინდახედულება გამოეჩინა და ამ თანხის ერთი მეოთხედი მოეთხოვა, უეჭველად გამომტყუებდა კიდეც.

__ აბა, რა მოთხრობაა? _ ვკითხე გამოცდილი რედაქტორის იერით და ფანქარი მოვიმარჯვე. 

__ გიამბობთ, _ თქვა ტრიპმა. _ წარმოიდგინეთ ქალიშვილი, ნამდვილი მზეთუნახავი. დაცვარული ვარდის კოკორი, ხავსში ამოსული ია და კიდევ ამდაგვარი რაღაცეები... ლონგ აილენდზე გაიზარდა. ოცი წლისაა და ნიუ იორკი ჯერ თვალითაც არ უნახავს. მე ოცდამეთორმეტე ქუჩაზე შევხვდი. ის ის იყო ისტ რივერის ბორნიდან გადმოვიდა, გარწმუნებთ, ისეთი მშვენიერია, რომ ყწალბადს ამოაცლის ყველა ზეჟანგებს დედამიწის ზურგზე. გამაჩერა და მკითხა, სად შეიძლება ჯორჯ ბრაუნის ნახვა. მკითხა ს ა დ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ნ ი უ ი ო რ კ შ ი ჯ ო რ ჯ ბ რ ა უ ნ ი ს ნახვა. ჰა, რას იტყვით ამაზე? გამოვკითხე და გავიგე, რომ იმ კვირას უნდა მისთხოვდეს ახალგაზრდა ფერმერს_ ჰაირემ დოდს. მაგარმ როგორც ჩანს, მის ნორჩ გულში ჯორჯ ბრაუნს ისევ პირველი ადგილი უჭირავს. რამდენიმე წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს, ჯორჯმა, თურმე, გააპრიალა თავისი ჩექმები და წამოვიდა ნიუ იორკში ბედის საძიებლად. გრინბურგში დაბრუნება კი გადაავიწყდა და მისი ადგილი ქალის გულში ჰაირემმა დაიჭირა, როგორც მეორე კანდიდატმა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ადა _ ადა ლოური ჰქვია, _ შეჯდა ცხენზე, აჭენა რვა მილი რკინიგზის სადგურამდე და ნიუ იორკისკენ მომავალ პირველივე მატარებელს გამოჰყვა ჯორჯის საძებრად. ქალების ამბავი ხომ იცით! ჯორჯი იქ არ ჰყავდა და ამიტომ სწორედ ჯორჯი მოუნდა.

რაღა თქმა უნდა, მარტო ვერ მივატოვებდი ამ მგლების ქალაქში მდინარე ჰუდსონზე. მგონი, იმედი ჰქონდა, რომ პირველივე ადამიანი, რომელსაც მიმართავდა, მაშინვე ეტყოდა: __ ჯორჯ ბრაუნი? როგორ არა... პატარა კაცი, ცისფერთვალა?! როგორ არ ვიცი. ასოცდამეხუთე ქუჩაზე ნახავთ, საბაყლოს მეზობლად. მოლარედ არის ტყავეულის მაღაზიაში. ხედავთ, რა მიამიტია, რა მშვენიერი! ხომ იცით, ლონგ აილენდის პატარა ზღვისპირა სოფლები, გრინბურგის მსგავსი, სადაც ერთი ორი იხვების ფერმა აქვთ, თავის შესაქცევად, ნიჟარები და ათიოდე მოაგარაკე კი შემოსავლისთვის. აი ასეთი ადგილიდან ჩამოვიდა ის გოგონა. მაგრამ არა, თქვენ თითონ უნდა ნახოთ! რა უნდა მექნა? ფულის ფერი ხომ დიდი ხანია დავიწყებული მაქვს. მან კი უკანასკნელი ცენტები რკინიგზის ბილეთში გადაიხადა. დარჩენილი ხურდა შაქარყინულში გაფლანგა და ახლა პირდაპირ ქაღალდის პარკიდან შეექცეოდა. ოცდამეთორმეტექუჩაზე , პანსიონში წავიყვანე, სადაც წინათ მიცხოვრია და მისმაქ ჯინისს ერთ დოლარში დავუგირავე. ეს ბებია მაქ ჯინისის ოთახების ჩვეულებრივი დღიური ფასია. გოგოს არ გამოუშვებს, სანამ იმ დოლარს არ გადავუხდი. გაჩვენებთ მის სახლს.

__ რას მიედ-მოედაბით, ტრიპ? _ აღვშფოთდი მე, - მე მეგონა, რამე სიუჟეტი გქონდათ. ყოველ ბორანს, რომელიც ისტ რივერს გადაჭრის, ლონგ აილენდიდან ათასობით ქალიშვილი მოჰყავს. _ ნაადრევი ნაოჭები ტრიპის სახეზე გაღრმავდა. მან სერიოზულად შემომხედა, ხელები ერთმანეთს დააშორა და აცახცახებული საჩვენებელი თითის ქნევით ცდილობდა მეტი დამარწმუნებლობა მიეცა თავისი პასუხისთვის.

__ ნუთუ ვერ ხედავთ რა მშვენიერი მოთხრობა გამოვა? თითქმის რომანია. ასწერეთ ქალიშვილი, მოჰყევით რასაც გინდათ. ჩაურთეთ თქვენი მსჯელობა სიყვარულზე და ერთგულებაზე, გზა და გზა ლონგ აიდენლელების მიამიტობასაც გაჰკარით, _ ერთი სიტყვით, თქვენ უკეთ იცით რა უნდა გაკეთდეს. ამ მოთხრობაში თხუთმეტ დოლარს მაინც მიიღებთ, თქვენ კი თქვენ კი მხოლოდ ოთხად დაგიჯდებათ. თერთმეტი დოლარი წმინდა მოგება გრჩებათ.

__ ოთხი დოლარი საიდან გამოდის? _ დავეჭვდი მე.

__ ერთი დოლარი მისის მაქ ჯინისს, _ მაშინვე მიპასუხა ტრიპმა, _ ორი_ ადა ლოურის ლონგ აილენდზე დასაბრუნებელი ბილეთის ფასი. 

__ მეოთხე დოლარი?

__ მეოთხეს მე მოცემთ ვისკისთვის. თანახმა ხართ?

მე გაურკვევლად გავიღიმე და ისე გავშალე მაგიდაზე იდაყვები, თითქოს ისევ წერის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ ამ საცოდავი აბეზარი არსების თავიდან მოშორება არცთუ ისე იოლი ყოფილა. ტრიპს უეცრად შუბლზე ოფლმა დაასხა.

__ ნუთუ არ გესმით, _ სასორკვეთილი სიმშვიდით თქვა მან, _ რომ ის გოგონა დღეს უნდა დავაბრუნოთ. არც ამაღამ, არც ხვალ, აუცილებლად დღეს. მე თვითონ ვერაფერს ვუშველი. ხომ იცით, რომ დაცემულთა და გზააბნეულთა კლუბის საპატიო წევრი და პასუხისმგებელი მდივანი ვარ. მეგონა აქედან კარგ საგაზეთო მოთხრობას შეაკოწიწებდით და საბოლოო ანგარიშში კარგ ფულსაც იშოვნიდით. მაგრამ ნუთუ ვერა გრძნობთ, რომ ასეა თუ ისე, ის გოგონა დაღამებამდე აუცილებლად შინ უნდა იყოს?

და მაშინ მე მომერია ის ჩლუნგი, ტყვიასავით მძიმე განცდა, რომელიც ადამიანს სულს უხუთავს და რომელსაც მოვალეობის გრძნობა ეწოდება. რატომაა, რომ ეს გრძნობა ლოდივით აწვება გულს? ცხადად ვგრძნობდი, რომ ჩემი ოფლით მონაგარი სიმდიდრის დიდი ნაწილი განწირული იყო ადა ლოურის გადასარჩენად, მაგრამ მაინც შევფიცე ჩემ თავს, რომ ტრიპი ვერ ეღირსება დოლარს ვისკისთვის. მას შეუძლია, ჩემს ხარჯზე, მოხეტიალე რაინდის როლი ითამაშოს, ჩემი სისუსტისა და გულუბრყვილობის ხარჯზე გამოთრობას კი ვერ მოახერხებს! რაღაც ცივი გაბოროტებით ჩავიცვი პალტო, ქუდი დავიხურე და გავყევი ტრიპს.

ტრიპმა ტრამვაით წამიყვანა ლომბარდში, სადაც ცოცხალი ადამიანები გირავდებოდა. ბილეთებო, რაღა თქმა უნდა, მე ვიყიდე. ეტყობა, ამ ქიმიკალიების სუნით გაჟღენთილ დონ კიხოტს ფულთან არავითარი ნაცნობობა არა ჰქონდა.

ტრიპმა ჩამოჰკრა ზარს სიძველისაგან ობმოკიდებული სახლის კარებთან. ზარის ჟღარუნზე ტრიპი გაფითრდა და მოიკუნტა როგორც ბაჭია, რომელიც გადასახტომად ემზადება, როცა მონადირე ძაღლის შორეულ ყეფას გაიგონებს. მე დააახლოებით წარმოვიდგინე, როგორი უნდა ყოფილიყო ტრიპის ცხოვრება, თუკი დიასახლისის ნაბიჯების მოახლოება ასეთ თავზარსა სცემდა.

__ ჩქარა, ერთი დოლარი მომეცით, _ წამჩურჩულა ტრიპმა. კარი ექვს გოჯზე გამოიღო. კარის უკან ბებია მაქ ჯინისი იდგა. მას თეთრი თვალები ჰქონდა, დიახ, თეთრი თვალები და ყვითელი სახე. ცალი ხელით ყელთან ეჭირა გაქონილი, გახუნებული ოდესღაც ვარდისფერი ბამბაზიის ტომარა, რომელიც ხალათის მაგივრობას უწევდა.

ტრიპმა უსიტყვოდ გაუწოდა დოლარი და ამან შესვლის უფლება მოგვიპოვა.

__ სასტუმრო ოთახშია, _ გვითხრა მაქ ჯინისმა და გაქონილი ხალათის ზურგი დაგვანახა.

ნახევრად ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში, მარმარილოს მრგვალ დაბზარულ მაგიდასთან ქალიშვილი იჯდა, ჩუმად სლუკუნებდა დათან შაქარყინულს წუწნიდა. ის მართლა უზადო სილამაზისა იყო. ცრემლები კიდევ უფრო ასხივოსნებდამის ნათელ თვალებს. შაქარყინულს რომ მოკვნეტდა, ტქვენდა უნებურად მოხიბლული, მხოლოდ მისი მოძრაობის პოეზიაზე ფიქრობდით და ამ უგრძნობელ ტკბილეულს შეჰნატროდით. ტრიპმა გააცნო შემი თავი. შაქარყინული დროებით დავიწყებას მიეცა და ინტერესმა ჩემზე გადმოინაცვლა. მის ადა ლოური მათვალიერებდა გულბრყვილო ცნობისმოყვარეობით, როგორც პრემირებული ჩინური ლეკვი აკვირდება ხოლმე ხოჭოს ან პატარა ბაყაყს.

ტრიპმა ცალი ხელი მაგიდას დააბჯინა და პროკურორის ან მსახურთ-უხუცესის პოზა მიიღო, მაგრამ ვერც ერთს დაემსგავსა, ვერც მეორეს. გაცრეცილი ხალათი ყელამდე ჰქონდა შეკრული, თითქოს ყელსახვევსა და თეთრეულს ნამუსს უნახავდა. თმის და წვერის ტევრში ჩაფლულმა ვიწრო თვალებმა შოტლანდიური ტერიერი მომაგონა. უცებ შემრცხვა, რომ ამ სასოწარკვეთილი მშვენების ტრიპის მეგობრის როლში გამოვდიოდი. მაგრამ ტრიპს, როგორც ჩანს, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბოლომდე მიეყვანა ეს ცერემონია. მის ქცევაში მე თითქოს ვგრძნობდი ფარულ ცდას_ მთელი ეს ამბავი ჩემთვის კარგ სატელეფონო მასალად მოეჩვენებინა, რადგან მასში კიდევ ღვიოდა იმედის ნაპერწკალი, რომ ვისკისთვის დოლარს გამომტყუებდა.

__ ჩემი მეგობარი(მე შევკრთი) მისტერ ჩალმერსიც იმასვე გეტყვით, რაც მე გითხარით, დაიწყო ტრიპმა. _ რეპორტიორია და ჩემზე უკეთ ეხერხება ლაპარაკი. ამიტომაც წამოვიყვანე. გამოცდილი კაცია. ქვეყნის ამბები იცის და დაგარიგებთ როგორ მოიქცეთ.

__ კი, დიახ... მის ლოური, _ დავიწყე მე ტრიპის უხეირო შესავალით აღშფოთებულმა, _ მზად ვარ გემსახუროთ, რასაკვირველია. მაგრამ... მის... რადგან არ ვიცი საქმის ყველა გარემოება... მე...

_ ო, თქვა მის ლოურიმ და წუთით სახე გაუნათდა, _ არცთუ ისეთ გასაჭირში ვარ. სულაც არ არის არავიტარი გარემოებები. უბრალოდ, პირველად ვარ ნიუ იორკში. მხოლოდ ერთხელ ვიყავი წინათ, ხუთი წლის ასაკში და წარმოდგენა არ მქონდა, რა დიდი ქალაქი იყო. ქუჩაში შემხვდა მისტერ... მისტერ... სნიპი, ერთი ჩემი მეგობრის ამბავი ვკითხე. მან კი აქ მომიყვანა და მირჩია დამეცადა...

__ დამიჯერეთ, მის ლოური, __ შეაწყვეტინა ტრიპმა, _ სჯობს ყველაფერი უამბოთ მისტერ ჩარლემსს. ჩემი მეგობარია (მე თანდათან შევეჩვიე ამ წოდებას) და საჭირო რჩევას მოგცემთ.

__ კი რატომ არა, _ მომიბრუნდა მის ადა და ისევ შაქარყინულის ნატეხი მოწუწნა, _ სათქმელიც არაფერი მაქვს ამის მეტი. ხუთშაბათს საღამოს ჰაირიმ დოდს მივყვები. ყველაფერი მომზადებულია. ორას აკრამდე მიწა აქვს. აქედან დიდი ნაწილი სანაპიროზეა და ერთ-ერთი საუკეთესო ფერმა ლონგ აილენდზე, მაგრამ ამ დილას შევკაზმე ცხენი, თეთრი ცხენი მყავს, მოცეკვავე ჰქვია და გამოვაჭენე სადგურისაკენ, სახლში დავიბარე, სუზი ადამსტან მივდივარ-მეთქი მთელი დღით. მოვიგონე, რა თქმა უნდა, მაგრამ რა უშავს. ჩამოვედი ნიუ იორკში და უცებ მისტერ... მისტერ... ფლიპს შევხვდი ქუჩაში. ვკითხე, ხომ ვერ მიმასწავლის....... ჯ.... ჯ....

__ მოითმინეთ, მის ლოური, _ ხმამაღლა და ჩემი აზრით, საკმაოდ უხეშად გააწყვეტინა ტრიპმა, როცა შენიშნა, რომ მას ამ სახელის წარმოთქმა გაუჭირდა,_ გვითხარით, მოგწონთ ის ახალგაზრდა, ჰაირემ დოდი, თუ არა? ხომ კარგად გეპყრობათ?

__ ცხადია მომწონს, _ თქვა მის ლოურიმ. _ ძალიან კარგია და მშვენივრად მეპყრობა. საერთოდ ყველა კარგად მეპყრობა.

მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული ამაში. ტავს დავდებდი მოსაჭრელად, რომ მის ადა ლოურის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ყველა კაცები საუცხოოდ მოეპყრობიან. ისინი ბრძოლას დაუწყებენ, წაეკიდებიან ერთმანეთს იმისთვის, რომ მისი ჩემოდანი ატარონ, ქოლგა დაუჭირონ, მიწაზე დავარდნილი ცხვირსახოცი მიაწოდონ, სოდიან წყალზე დაპატიჟონ.

__ მაგრამ, _ განაგრძო მის ლოურიმ, _ წუხელ ჯორჯი გამახსენდა. მთელი რამე ჯორჯზე ვფიქრობდი და მე..

ოქროსფერი თავი მაგიდაზე დაწყობილ კოხტა ხელებზე დაემხო.

რა მშვენიერი შხაპუნა გაზაფხულის წვიმა წამოვიდა! მის ადა გულამოსკვნით ქვითინებდა. როგორ ვნატრობდი, რომ მისი დამშვიდება შემძლებოდა! მაგრამ, სამწუხაროდ, ჯორჯი არ ვიყავი და მიხაროდა, რომ არც ჰაირამი ვარ, თუმცა ეს ცოტათი მწყინდა კიდეც.

წვიმამ თანდათანობით გადაიღო. მის ლოური ყოჩაღად გაიმართა და გაიღიმა, ცრემლები მხოლოდ სინაზეს და ბრწყინვალებას მატებდა მის თვალებს. ის იევ მისწვდა შაქარყინულს და განაგრძო: 

__ რა სულელი ვარ! _ თქვა ოხვრით და ცრემლების ყლაპვით, _ მაგრამ რა ვუყო. სხვანაირად არ შემიძლია, მე და ჯ... ჯ... ჯორჯ ბრაუნს გვიყვარდა ერთმანეთი ბავშვობიდან. ის რვა წლისა იყო მე კი ხუტის. ცხრამეტის რომ გახდა, ოთხი წლის წინ გრინზბურგი დატოვა და ქალაქში წამოვიდა. ამბობდა, პოლიციელი უნდა გავხდეო, ან რკინიგზის კომპანიის ტავმჯდომარეო, ან რამე ასეთი. მერე ჩემს წასაყვანად უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მას აქეთ ჯორჯსა არაფერი გამიგონია... მე კი... ძალიან მიყვარდა...

მოსალოდნელი იყო ცრემლების ახალი ნაკადი, მაგრამ ტრიპი დროზე ეცა ფარებს და ნიაღვარს გზა გადაუღობა. მე ნათლად ვხედავდი, რისთვის იღვწოდა ტრიპი. ის ცდილობდა, რამენაირად შეეკოწიწებინა საგაზეთო მოთხრობა თავისი ანგარებიანი მიზნების მისაღწევად.

__ განაგრძეთ, მისტერ ჩალმერს, _ მომმართა მან, _ ასწავლეთ ქალბატონს ერთადერთი გამოსავალი. მეც ვურჩიე, მაგრამ თქვენ Uუკეთ დაარწმუნებთ. აბა დავიწყოთ.

ჩავახველე და შევეცადე ჩამეხშო გულში აღშფოთება ტრიპის მიმართ. ჩემი მოვალეობა კარგად მქონდა შეგნებული; ვერაგულად შემიტყუეს ხაფანგში და ახლა საიმედოდ ვიყავი შიგ გაბმული. ტრიპის მოთხოვნა სწორი იყო და სამართლიანი. ქალიშვილი დღესვე უნდა დაბრუნდეს გრინბურგში. საჭიროა ვურჩიოთ მას, დავარიგოთ, ბილეთი ვუყიდოთ და დაუყონებლივ გავისტუმროთ შინ. მე მძულდა ჰაირამი და მეზიზღებოდა ჯორჯი. მაგრამ მოვალეობა თავისას თხოულობდა.

ამიტომ სხვა გზა არ იყო; ორაკულის როლიც მე უნდა მეთამაშა და ხარჯებიც მე უნდა გამეღო. ისე რომ, იძულებული გავხდი ერთდროულად სოლომონ ბრძენის და ლონგ აილენდის რკინიგზის აგენტის იერი მიმეღო.

__ მის ლოური, _ დავიწყე რაც შემეძლო შთამაგონებლად, _ თუ ჩავუკვურდებით, ცხოვრება საკმაოდ არეულ-დარეული რამ არის. _ ეს სიტყვები მე თვითონ მეუცნაურა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მის ლოურის არასოდეს სმენია მისტერ კოჰანის სიმღერა,_ იშვიათად ვქორწინდებით ხოლმე მათზე, ვინც პირველად გვიყვარს. სიყმაწვილისი ჯადოსნური შუქით შეფერილი ჩვენი პირველი გატაცებანი ხშირად განუხორციელებელი რჩება. _ უკანასკნელი სამი სიტყვა ცოტა არ იყოს გაცვეთილი მეჩვენა. _ ამ ნაზი სიყვარულით გამოკვებილმა ოცნებამ, _ განვაგრძე მე, _ თუნდაც არარეალურმა და უნიადაგომ, შეიძლება სასიამოვნო შუქი მოჰფინოს მთელს ჩვენს მომავალ ცხოვრებას, მაგარმ ცხოვრებაში სიზმრებისა და ოცნების გარდა, ხშირად რეალურ სინამდვილესაც ვხვდებით. ადამიანი ცარიელი მოგონებებით ვერ იცოცხლებს: ნება მომეცით შეგეკითხოთ, მის ლოური, შესძლებთ ბედნიერი, უფრო სწორად კმაყოფილი და მშვიდი ცხოვრების გატარებას მისტერ... მისტერ... ჰაირამ დოდთან, თუ როგორ ვთქვა.... ამ რომანტიული მოგონებების გარდა, ანკეტის ყველა მონაცემი დადებითი აქვს?

__ ო, როგორ არა, ჰაირამი კარგი კაცია, _ მიპასუხა მის ლოურიმ, _ ძალიან ტკბილად ვიქნებით ერთად. დამპირდა, რომ მანქანას და მოტორიან ნავს მაჩუქებს. მაგრამ მაინც რაღაცნაირად.... ქორწილის დრო რომ მოახლოვდა, ჩემს თავს ვეღარაფერი მოვუხერხე, ისე მომინდა ჯორჯის ნახვა, სულ მასზე ვფიქრობდი. ალბათ, რაღაცა შეემთხვა, თორემ აუცილებლად მომწერდა! მისი წასვლის დღეს ვიშოვეთ Qქლიბი და ჩაქუჩი და ერთი ათცენტიანი მონეტა შუაზე გადავხერხეთ. ერთი ნახევარი მე ავიღე, მეორე იმან, ერთგულება შევფიცეთ ერთმანეთს და პირობა დავდეთ, რომ მანამდე შევინახავთ ნატეხებს, სანამ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ჩემი ნახევარი ახლა სახლში მაქვს; კოლოფში მიდევს, კარადის ზედა უჯრაში. რა სისულელე მომივიდა, რომ აქ ჩამოვედი მის საძებრად. ვერასოდესვერ ვიფიქრებდი, რომ ნიუ იორკი ასეთი დიდი ქალაქი იყო.

ტრიპის უსიამოვნო ხითხითმა ისევ გააწყვეტინა სიტყვა. ტრიპი ცდილობდა, ამ ამბისგან დრამა ან ფელეტონი შეეთითხნა და თავისი სანუკვარი დოლარი მიეღო.

__ ჰო, სოფლელ ბიჭებს ბევრი რამ ავიწყდებათ, როცა ქალაქში ჩამოვლენ და რაღაცას ისწავლიან. ჯორჯს, ალბათ დიდი ხანია გადაავიწყდით. ან ვინმე სხვა გოგომ გაიტაცა, ან იქნებ სულაც ვისკიმ და დოღზე თამაშმა დაღუპა. გირჩევთ, მისტერ ჩალმერსს დაუჯეროთ; შინ დაბრუნდით და ყველაფერი რიგზე იქნება.

ახლა კი უკვე მოქმედების დრო იყო მუსული, ვინაიდან საათის ისრები შუადღეს უახლოვდებოდა. მე ვუბღვერდი ტრიპს და ნაზად და ფილოსოფიურად ვარწმუნებდი მის ლოურის, რომ დაუყონებლივ შინ დაბრუნება იყო საჭირო. ჩავაგონე ის უდაო ჭეშმარიტება, რომ მისი მომავალი ბედნიერებისათვის სრულიად არ არის სავალდებულო უამბოს ჰაირამს ნიუ იორკის სასწაულების შესახებ და საერთოდ მოუთხროს თავისი გამგზავრების ამბავი ქალაქში, რომელმაც უბედური ჯორჯი შთანთქა.

მის ლოურიმ გვამცნო, რომ ცხენი რკინიგზის სადგურთან ხეზე მიბმული დასტოვა. მე დატრიპმა დავარიგეთ, ჩასვლისთანავე მოსჯდომოდა იმ მოთმინებით აღსავსე პირუტყვს და სწრაფად გაეჭენებინა შინისაკენ. იქ შინაურებს უნდა ჩააბაროს სუზი ადამსთან საუცხოოდ გატარებული დღის სრული ანგარიში. სუზის როგორმე შეუთანხმდება და ყველაფერი რიგზე იქნება. მე არ ვიყავი დაცული მშვენიერების ბასრი ისრებისაგან. ამიტომ თავგადასავალმა მეც გამიტაცა, სამივენი სასწრაფოდ გავეშურეთ ბორნისკენ, სადაც გავიგეთ, რომ ბილეთი მხოლოდ ერთი დოლარი და ოთხმოცი ცენტი ღირდა. ავიღე ბილეთი და დარჩენილი ოცი ცენტით წითელი ვარდი ვუყიდე მის ადას. ჩვენ დავინახეთ, როგორ ავიდა მის ლოური ბორანზე, როგორ მოშორდა ბორანი ნაპირს და ვუყურებდით მანამდე სანამ ცხვირსახოცი მის ხელში პაწაწინა თეთრ წერტილად არ გადიქცა. მერე მე და ტრიპი ღრუბლებიდან ისევ დედამიწაზე დავეშვით და ერთმანეთს შევხედეთ ობლად და უნუგეშოდ მიტოვებულებმა ცხოვრების ბნელი სინამდვილის ჩრდილში. 

სილამაზისა და რომანტიკის განწყობილება გაიფანტა. ტრიპს შევხედე და კინაღამ გამეცინა. იგი კიდევ უფრო გაწამებული, დამცირებული და საცოდავი იყო, ვიდრე ოდესმე. ჯიბეში დარჩენილი ორი დოლარი თითებით მოვსინჯე და ზიზღის ნიშნად თვალები მოვჭუტე. ტრიპი თითქოს კიდევ ვაჭრობას აპირებდა.

__ ნუთუ აქედან მოთხრობა არ გამოვა? _ თქვა მან ჩაწყვეტილი ხმით, _ რაიმე მოთხრობა. ნახევარი ტყუილიც რომ ჩაურთოთ 

__ ვერც=ერთ სტრიქონს ვერ დავწერ, _ მოვუჭერი მე, _ წარმომიდგენია გრაიმსის სახის გამომეტყველება, ასეთი აბდაუბდა რომ მივუტანო დასაბეჭდად. ჯილდოდ ისიც გვეყოფა, იმ პატარა ქალიშვილს რომ დავეხმარეთ.

__ ძალიან ვწუხვარ, _ წაილუღლუღა ტრიპმა ძლივს გასაგონად, _ ვწუხვარ რომ ფული დაგეხარჯათ. რატომღაც მეგონა კარგ თემას მივაგენით... ხომ იცით ისეთს რომლიდანაც დიდი მოთხრობა გამოვა.

__მოდი დავივიწყოთ ეს ამბავი, _ ვურჩიე გამხიარულების საქები განზრახვით. _ ჩავსხდეთ ტრამვაიში და ქალაქში დავბრუნდეთ. _ მე შევიარაღდი ტრიპის გამოუთქმელი, მაგრამ დღესავით ნათელი სურვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. ის ვერ გამომგლეჯს დოლარს, რომლისთვისაც ასე თავგამოდებით იბრძვის. მეყო რაც აქამდე მასულელა.

ტრიპმა აცახცახებული თითებით გაიხსნა გაცვეთილი, მაკერებთან ალაპლაპებული ხალათი და ბნელი ჯიბეების ჯურღმულებიდან ცხვირსახოცის მსგავსი რაღაცა ამოაძრო. ხალათის ქვეშ იაფფასიანმა მოვერცხლილმა ძეწკვმა გაიელვა. ძეწკვის ბოლოზე კი ეკიდდა რაღაცა, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია და ცნობისმოყვარეობა აღძმიძრა. ძეწკვს ხელი ვტაცე. ეს რაღაც ქლიბით შუაზე გადახერხილი ვერცხლის ათცენტიანის ნახევარი.

__როგორ... ეს რა არის? _ წამოვიძახე და გამომცდელი თვალით შევხედე ტრიპს. 

__ ჰო, ასეა. _ მწარედ ჩაიქნია ხელი ტრიპმა. _ ჯორჯ ბრაუნი, სხვანაირად ტრიპი. სულ ერთი არ არის?

საინტერესოა, თუ მოიძებნება ქვეყნად ვინმე, ქრისტეან ქალთა ანტიალკოჰოლისტური საზოგადოების წევრების გარდა, ვინც გამამტყუნებს იმისთვის, რომ მაშინვე ჯიბეებში ვიკარი ხელი, ამოვიღე ერთი დოლარი და უყოყმანოდ ჩავუდე ტრიპს ხელში.

??????