იოსელიანი ოტია
გაზიარება

ირემი და ტურა 

ერთმა მშვენიერმა ირემმა რომ მეორე, უმშვენიერეს ირემს ფოთოლი მოუკითხა-შენც 

ბევრი გაქვს, მაგრამ ჩემგან გეამებაო, მართლაც სულ სხვა სიოამოვნებითა და გემოვნებით შეექცა. მეორე დღეს იმ მეორე ირემმა პირველს მოართვა ძრვენი, ისევე დიდად გაახარა და დაანაყრა, როგორც წინა დღით პირველმა.

ამის შემდეგ ეს თითქმის ყოველდღე მეორდებოდა და ისე მოუთმენლად ელოდნენ ერთმანეთის მოსაკითხავს, თითქოს უდაბნოში ბინადრობდნენ და მოკოთხულის ამარა ყოფილიყვნენ. სხვა ბალახბულახს პირს აღარც კი აკარებდნენ და იმ მცირედი ძრვინითაც კმაყოფილნი თავს ლაღად გრძნობდნენ.

იქვე, იმ ტყეში, ტურას სორო ჰქონდა, მათ მიკითხვა-მოკითხვას თვალს ადევნებდა და გაოცებულმა იკითხა:

_ რაა, რომ ერთმანეთის საცოდავი ძრვენის გარდა არაფერს ჭამთ, ვითომ ირგვლივ ფოთოლი და ნეკერი თავზე საყრელად არ იყოს!

_ ეჰ! -სინანულით ამოიხვნეშეს ირმებმ. -ტურებმა, მელიებმა და მგლებმა რა იციან მეგობრის სიყვარულით მოძღვნის ფასი. ერთმანეთს პირიდან გლეჯთ, ყოველი ლუკმა სისხლის ფასად გიჯდებათ. მუცელი და ბუნაგი ვერაფრით ამოგივსიათ, რასაც მოიხელთებთ, ძვლებიანად ნთქავთ და მაინც მშიერ-მწყურვალი დაწანწალებთ.

??????