პოლიციელი და საგალობელი
მთარგმნელი ნათაძე მაია
მედისონ_სკვერში სკამზე მოკალათებული სოპი მოუსვენრად აწრიალდა.
როცა გარეული ბატები ღამ_ღამღამობით ცაში ყიყინს ასტეხენ, ან ცოლები ბეწვის ქურქის მოლოდინში დაუტკბებიან ხოლმე ქმრებს, ანდა ბაღში სკამზე მოკალათებულ სოპის მოუსვენრობა შეეტყობა, უნდა იცოდეთ, რომ ზამთარი კარს არის მომდგარი.
ხმელი ფოთოლი მუხლზე დაეცა სოპის.
ეს გახლდათ ჯეკ ფროსტის __ თოვლის ბაბუის მოკითხვის ბარათი. ჯეკი ერთობ კეთილადაა განწყობილი მედისონ_სკვერის მკვიდრებისადმი და ყოველწრიულად თავაზიანად აცნობებს ხოლმე მათ თავისი მოახლოვებული სტუმრობის ამბავს. იგი ჩრდილოეთის ქარს გამოატანს ხოლმე ამ მოკითხვის ბარათს, რომ მან ყოველ გზაჯვარედინზე უსახლკაროთა უდიდესი თავშესაფრის კარისკაცებს გადასცეს იგი, აცნობოს, მოვდივარ თქვენი მკვიდრნი მზად დამხვდნენო.
სოპი მიხვდა, რომ დადგა დრო, როცა კომიტეტს, მისი პირადი და ერთადერთი შემადგენლობით უნდა გამოენახა გზა და საშვალება მოახლოვებული სიცივისაგან თავის დასაცავად. აი, ამიტომ აწრიალდა იგი სკამზე.
სოპი პატივმოყვარე როდი იყო. ზამთარში ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა, ან გასეირნება ვეზუვის ყურეში, რა თქმა უნდა, შეასანიშნავი იქნებოდა, მაგრამ იგი ამაზე არ ოცნებობდა. არ ოცნებობდა არც სამხრეთის ზღვაზე, __ მზეზე განაბულს ტკბილ ძილს რომ მოგგვრის. სოპი თანახმა იყო, ეს სამი თვე კუნძულზე გაეტარებინა __ მსაპატიმროში, სხვა არაფერი უნდოდა.
სამი თვე მუქთა თავსეფარსი და ჭამა_სმა, მხიარული საზოგადოება, ჩრდილოეთის სუსხიანი ქარებისა და ლურჯხალათიანებისაგან შორს ყოფნა __ სავსებით დააკმაყოფილებდა მის სურვილს.
]ბეკუელის სტუმართმოყვარე საპატიმრო უკვე წლების მანძილზე აძლევდა სოპის ზამთრის თავშესაფარს.
Yყოველ ზამთარს, როცა შედარებით ბედნიერი ნიუ_იორკელი ახალგაზრდები ბილეთებს ყიდულობდნენ პალმ_ბიჩსა და რივერიაზე გასასერნებლად, სოპი თავმდაბლად ემზადებოდა კუნძულზე გადასახლებისათვის.
Hჰოდა, ახლაც დრო იყო სოპი სამზადისს შესდგომოდა.
წინა ღამით, კვირადღის სამმა გაზეთმა, რომლებიც გულმოდგინედ შემოიხვია ტანსაცმლის ქვეშ მთელ ტანსა და ფეხებზე, სიცივისაგან ვერ იხსნიდა სოპი, რომელიც ძველ პარკში მჩქეფარე შავარდენის მახლობლად სკამზე დასასვენებლად მოკალატებილიყო.
Aასე რომ, კუნძულლი უკვე დროულად და საამურ ადგილად ეჩვენებოდა.
სოპის ეჩვენებოდა ქველმოქმედი ბატონები, რომლებიც ხალისით ურიგებდნენ თავის წყალობას ქალაქის კმაყოფაზე მყოფ ჯელტმენებს. იგი ფიქრობდა, რომ კანონმდებლობა ფილანტროპიაზე უფრო მოწყალე იყო. ქალაქში არსებობდა აურაცხელი მუნიციპალური და ქველმოქნედი დაწესებულება, სადაც თავისი სადა ცხოვრების შესაფერისი თავშესაფრის და საკვეიც მიღებაც შეეძლო სოპის. მაგრამ იგი ამაყი სულის პატრონი გახლდათ და წყალობის მიღება შეურაწყოფად მიაჩნდა. Qქველმოქმედი ხალხი, მართალია, სასყიდელს არ მოითხოვდა, მაგრამ თავის დამცირეაბა განა უარესი საზღაური არ იყო! ისევე, როგორც კეისარს განუყრელად ახლდა ბრუტუსი, მოწყალების სახლის ყოველ საწოლს ხარკად ახლავს ცხელი აბაზანა და პურის ყოველ ნატეხს __ ჭკუის დარიგება. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ისევ კანონმდებლობას ეწვიოს სტუმრად. იქ, მართალია, სასტიკი წესრიგი სუფევს, სამაგიეროდ, ვერავინ გაბედავს უშნოდ ჩაჰყოს ცხვირი ჯელტმენის პირად საქმეში.
Gგადაყვიტა თუ არა სოპიმ კუნძუზე წასვლა, უმალვე შეუდგა თავის განსაზღვრის განხორციელებას.
ციხეში მოსახვედრად მრავალი იოლი გზა არსებობდა, სოპიმ მათ შორის, ყველაზე საამო აირჩია. Gგადაწყვიტა შესულიყო ძვირფას რესტორანში, მიერთვა გემრიელი სადილი, მერე განეცხადებინა, ფულის გადახდა არ შეეძლო და წყნარად. უჩხუბრად ჩააბარებდნენ პოლიციეს. შემდეგ კი __ დაუზარებელი მოსამართლე საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.
სოპი ადგა, პარკიდან გავიდა, ზღვის ზედაპირივით ლაპლაპა ასფალტის იქით გაემართა, სადაც მხარ_მხარ მიემართებოდა ბროდვეი და მეხუტე ავენიუ. Bბროდვეიზე აეუხვია და გაგასკაშებულ კაფეს წინ შეჩერდა. ძვირფასად მორთული კაფე საუკეთესო ნაწარმითა და სუფთა ყურძნის წვენზე დაყენებული სასმელებით იყო სავსე. Aაქ მხოლოდ რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა.
სოპის საკუთარი თავის სრული იმედი ჰქონდა, იგი სუფთად იყო გაპარსული, პიჯაკიც არ უშავდა რა; შავი, სადა, მაგრამ კოხტა ჰალსტუხიც მისიონერმა ქალმა აჩუქა მადლიერების დღეს.
რესტორნის მაგიდამდე თუ უხიფათოდ მიაღწევდა, წარმატება უზრუნველყოფილი იქნებოდა. სხეულის ის ნაწილი, რომელიც მაგიდის ზემოთ გამოჩნდებოდა, არავითარ ეჭვს არ მოჰგვრიდა ოფიციანტს. შემწვარი გარეული იხვი, __ ფიქრობდა სოპი, __ ერთი ბოთლი ღვინო, შემდეგ კარგი ყველი, ერთი ჭიქა ყავა და სიგარა, მშვენიერ დროს გაატარებინებდა. ერთი დოლარი სიგარისთვის საკმარისი იქნებოდა. დანარჩენიც არ დაჯდებოდა ისე ძვირი, რომ კაფეს რომ კაფის პატრონებს რაიმე საგანგებო მანიფესტაციისთვის მიემართათ შურის საძიებლად. ასეთი სადილი კი კარგად დაანაყრებდა, მშვენიერ ხასიათზე დააყენებდა სოპის და ზამთრის თავშეასრისკენ გამგზავრებასაც, რა თქმა უნდა, გაუადვილდებოდა.
Mმაგრამ, როგორც კი რესტორნის კარებში შედგა ფეხი, უფროსი ოფიციანტის მზერა უმალვე მიიპყრო მისმა გაცვეთილმა შარვალმა და შელანძღულმა ფესაცმელმა. ძლიერმა ხელებმა სასწრაფოდ უკან შეაბრუნა იგი, უხმაუროდ გააბრზანა ქუჩაში და ამრიგად შემწვარი იხვი, რომელსაც სოპი ესერიგად ემუქრებოდა, გადაარჩინა უღირსი ხვედრისაგან.
სოპიმ ბროდვეიდან გადაუხვია.
Gგამგზავრება სანატრელი კუნძულისაკენ, როგორც ჩანდა, საამურ ვითარებასი ვერ ჩაივლიდა. ციხის კარიბჭე რაიმე სხვა ხერხით უნდა შეეღო.
Mმეექვსე ავენიუს კუთხესი, ელექტრონის შუქით განათებულ ფარტო ვიტრინაზე გამოფენილ ნაირ_ნაირი საქონელი უნებლიე იზიდავდა თვალს. სოპიმ დაავლო ქვას ხელი, ესროლა და ვიტრინის ფართო შუშა ჩაამტვრია. შეგროვდა ხალხი. Yველაზე წინ პოლიციელი გარბოდა, სოპი მშვიად იდგა ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი და ჭიმილით შეჰყურებდა ოქროსფერღილებიანს.
__ ვინ გატეხა? __ იკითხა აღელვებულმა პოლიციელმა.
__ იქნებ ფიქრობთ, მე არა ვარ დამნაშავე, __ სარკაზმით უპასუხა სოპმა და ისე მეგობრულად გაუღიმა უქროსფერღილებიანს, თითქოს მომავალი ბედნიერება ეგებოდა წინ.
Pპოიციელმა ყურადღების ღირსად არ ჩათვალა სოპი.
Fფნჯრის გამტეხი სჯა_ბაასს არ გაუბამდა კანონის დამცველს __ იგი უკანმოუხედავად მოკურცხლავდა.
Aამ როს პოლიციელმა თალი მოჰკრა ვიღაც მამაკაცს, რომელიც ტრამვაის ვაგონს მისდევდა და ხელჯოხმოღერილი დაედევნა.
Oორჯერ ხელმოცარული სოპი გულამღვრეული გაჰყვა ქუჩას.
ქუჩის მეორე მხარეს ერთი სრულიად უპრეტენზიო რესტორანი გახლდათ. Iგი ემსახურებოდა დიდი მადისა და ტხელი ჯინსისმქონე მოქალაქეებს. ჭურჭლეულობა და ატმოსფერო უხეში და მძიმე იყო იქ, წვნიანი კერძები და სუფრები კი __ გაწყალებული. სპიმ უხიფათოდ შაპარა ამ რესტორანში მსჯავრის დამდები ფეხსაცმელი და მოღალატე ძველი შარვალი. მიუჯდა მაგიდას და გემრიელად მიირთვა შემწვარი ხორცი, ხავიეი, ბლინები და ტკბილი ნამცხვარი. შემდეგ ოფიციანტს მოახსენა, რომ თვით უმცირესი ხურდა ფული და მისი ბრწყინვალება სრულიად უცნობი იყვნენ ერთმანეთისთვის.
__ აბა, ნუღარ აყოვნებთ, დაუძახეთ პოლიციელს, __ მიმართა მას სოპიმ.
__ ნუ აღონდებით ჯელტმენს.
__ პოლიციელი საჭირო არ არის, __ დათაფლული ხმით უთხრა ოფიციანტმა, რომელსაც თვალები მენჰტენის კოკრტეილის ალუბალს მიუგავდა. __ აბა ჯონ! ერთი აქეთ მოდი!
ორი ოფიციანტისაგან გარეთ გამოსროლილი სოპი მარცხენა ყურით დაეცა ქვაფენილზე. დურგლის გასაშლელ სახაზავივით ნაწილ_ნაწილ აღიმართა და მტვერი ჩამოებერტყა სამოსიდან. დაპატიმრება სანატრელი გაუხდა, კუნძული კი შორეულ და ლამაზ ოცნებად ექცა. პოლიციელი იქვე აფთიაქთან შეჩერდა, გაშხლართულ სოპის შეხედა, გულიანად გარდაიხარხარა და მშვიდი ნაბიჯით გაჰყვა ქუჩას.
ხუთი კვარტალი გაიარა სოპიმ, სანამ იმდენ ვაჟკაცობას მოიკრეფდა, რომ კვლავ ცდილიყო ხელში ჩავარდნოდა წესრიგის დამცველით.
ამჯერად საუცხოო შემთხვევა მოიხელთა და გუნებაში კიდეც გადაწყვიტა ,,ნაღდიაო”.
სადაც კოხტად ჩაცმული კოხტა ქალი მაღაზიასთან გაჩერებულიყო. იგი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა საპარსავ მოწყობილობას და სამელნეებს. ორიოდე ნაბიჯის იქით, უზარმაზარი, მკაცრი და უხეში შესახედაობის პოლიციელი წყლის ონკლანს მიჰყუდებოდა.
სოპიმ განისძრახა ყველასაგან ათვალწუნებული ქუჩის საზიზღარი ,,არშიყის” როლი გაეთამაშა.
მისი მსხვერპლი ნაზმა, მომხიბვლელმა გარეგნობამ, კეთილსინდისიერი პოლიციელის სიახლოემ, გაათამამა იგი, და უკვე ღრამად სწამდა, რომ მალე იგრძნობდა კანონის მცველის თითების საამურ შეხებას. ჰოდა, მშვდი ზამთარი უზრუნველყოფილი იქნებოდა ოდნავ მკაცრ და მაინც საამურ პატარა კუნძლზე.
სოპიმ მისიონერი ქალის მიერ ნაჩუქარი ჰალსტუხი შისწორა, დაჭმუჭნილი მანჟეტები გარეთ გამოიჩინა, შლიაპა კეფაზე მოიგდო და გვერდულად გაემართა ახალგაზრდა ქალისასკენ. თვალი ჩაუკრა, ჩაახველა, ბრიყულად გაუღიმა და ურცხვად შეუდგა ქუჩის ,,არშიყის” სამარცხვინო და საზიზღარ ლიტანიას. თან ცალი თვალით პოლიციელს გაჰხედავდა ხოლმე და დიდად კმაყოფილი იყო, რომ ეს უკანასკნელი დაჟინებით უთვალთვალებდა მას. ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კვლავ ღრმა ყურადღებით მიუბრუნდა საპარსავ მოწყობილობას. სოპი კვალდაკვალ მიჰყვა, გულადად მიუახლოვდა, ქუიდ მოიხადა მიმართა:
__ ო, ჩემო, ბედელია! ხომ არ წამოხვალთ ჩემთან? გავისეირნოთ.
პოლიციელი კვლავ იყურებოდა. საკმარისი იყო ქალს თითი დაექნია და...
სოპის ცაკრიალა კუნძულის გზას გაუყვებოდნენ. ოცნებით წარმოიდგინა, რა სიამოვნებას ადგრძნობინებდა სანუკვარი სადგომის სითბო. ახალგაზრდა ქალმა ერთი შეხედა, ხელი გაუწოდა და მაგრად ჩაჰკიდა სახელოში.
__ სიამოვნებით, მაიკ, __ მხიარულად წარმოთქვა მან, __ მხოლოდ თუ ლუდზე დამპატიჟებ! ადრევე დაგელაპარაკებოდი, მაგრამ პოლიციელი გვითვალთვალებდა.
სოპიმ, რომელსაც ახალგაზრდა ქალი ისე ჩახვეოდა, როგორც სურო ჩაეხვევა ხოლმე მუხას, ღრეჭით ჩაურა სახტად დარჩენილ პირქუშ პოლიციელს. საწყალი სოპი, ალბათ თავისუფლებას სამსხვერპლოდ იყო განწირული.
პირველსავე შესახვევსტან იგი ხელიდან გაუსხლტა თავის თანამგზავრს და გაიქცა. ბოლოს იმ უბანში შეჩერდა, სადაც ყველაზე მეტად შეხდები გაჩირაღდნებულ ქუჩებს, ცეცხლმოდებულ გულებს, მხურვალე აღთქმებს და მიმზიდველ რეკლამებს. ბეწვის ქურქებში გახვეული ქალები და თბილ პალტოებში გამოწყობილი მამაკაცები ხალისიანად მიაბიჯებდნენ ზამთრის სუსხიან ქუჩებში. სოპი უეცრად შიშმა მოიცვა: იქნებ რაიმე უცნაურმა ძალამ მოაჯადოვა და ხელშეუხებელი გახდა იგი პოლიციისათვის.
შიშმა ერთხანს შეაშფოთა. მაგრამ ამ დროს მიუახლოვდა მეორე პოლიციეს, რომელიც გაკაშკაშებულ თეატრის წინ გრანდივით ნებივრად დააბიჯებდა და ახალმა აზრმა გაუელვა. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, რომ იტყვიან, სოპიც ისე იმედოვნებდა __ ,, ქუჩაში რიგის დარღვევის გამო”. საოცნებო კუნძულზე წამაბრძანებენო.
მთვრალი კაცივით აღრიალდა იგი შუა ქუჩაში. ჩახლეჩილი ხმით მღეროდა; თავს არ იზოგავდა, ცეკვავდა, შფოთავდა, აწუხებდა გამვლელ_გამომვლელს.
პოლიციელმა ხელჯოხი შეატრიალ_შემოატრიალა, მერ ეზურგი შეაქცია სოპის და ერთ-ერთ მოქალაქეს მიმართა, თითქოს მოაბოდიშაო:
__ იელელი ყმაწვილი გახლავთ, ჰატფორდის კოლეჯის ფეხბურთელებს მშრალზე მოუგეს და მხიარულობენ. საშიში არაფერია, უწყინარი ხალხია. მითითება მივიღეთ, ხელი არ ახლოთო.
იმედგაცრუებულმა სოპიმ თავი მიანება უსარტგებლო შფოთსა და ყვირილს, ნუთუ პოლიცია არასოდეს არ ჩაავლებს მას ხელს? კუნძული უკვე მიუწვდომელ არაკად ეჩვენებოდა.
ცივმა ქარმა შეაწუხა სოპი __ თხელი პიჯაკი შეიკრა და გზას გაჰყვა.
თამბაქოს მარაზიაში კარგად ჩაცმულ მამაკაცს მოჰკრა თვალი.
იგი სიგარას უკიდებდა; აბრეშუმის ქოლგა იქვე, შესასვლელტან დაეტოვებინა. სოპი შევიდა, ქოლგას ხელი დაავლო და დინჯი ნაბიჯით უკან გამობრუნდა,
სიგარიანი მამაკაცი სასწრაფოდ დაედევანა.
__ ეს ქოლგა ჩემია! __ მკაცრად მიმართა მან.
__ ო, ნუთუ? __ თავხედური ღრეჭით უპასუხა სოპიმ და წვრილმან ქურდობას მოქალაქის შეურაწყოფაც დაუმატა. __ მერე და რატო პოლიციეს არ დაუძახებთ? მე წავიერ თქვენი ქოლგა! დაუძახეთ ფარაონს! აგერ, აქვე დგას კუთხეში.
ქოლგის პატრონმა ნაბიჯს უკლო. სოპიმაც მიბაძა მას. გულმა უგრძნო, რომ ეს შემთხვევაც ხელიდან ეცლებოდა. პოლიციელი გაცვიფრებული მიშტერებოდა მათ.
__ რა თქმა უნდა, __ დაიწყო ქოლგის პატრონმა, __ ესე იგი, დიახ, მოგესნებათ, როგორ ხდება ასეთი შეცდომები, მე...
თუ ეს ტქვენი ქოლგა. იმედი მაქვს მაპატიებთ... მე როსტორნიდან გამომყვა ამ დილლით... თუკი იცანით და ნამდვილად თქვენია, რას იზამ... იმედი მაქვს, რომ...
__ რა თქმა უნდა, ჩემია, __ წამოიძახა ბრაზით გულზე გამსკდარმა სოპიმ.
ქოლგის ყოფილი პატრონი იქაურობას გაშორდა.
პოლიციელმა კარგად გამოწყობილ წერა ქალბატონს მიაშურა, რომელსაც ქუჩის იქითა მხარეს სურდა გადასვლა, მაგრამ შორიახლო მ იმავალი ტრამვაის ეშინოდა და გადასვლასა ვერ ბედავდა.
სოპი აღმოსავლეთისკენ გაუყვა ქუჩას, რომელიც გზის შემკეთებლებს უარესად დაემახინჯებინათ. გულმოსულმა ქოლგა თხრილში გადაისროლა და ლურჯხალათიან და ხელჯოხიანთა ლანძღვა_გინებას მოჰყვა.
როგორ სურდა ხელში ჩავარდნოდა მათ, ისინი კი ისე ექცეოდნენ, თითქოს სოპი უცოდველი კრავი ყოფილიყოს...
ბოლოს სოპიმ, როგორც იქნა, მიაღწია აღმოსავლეთით მდებარე ერთ_ერთ ავენიუს, სადაც ქალაქის ცენტრალური ნაწილის შფოთი და ვერც კი ახწევდა. აქედან მედისონისაკენ აიღო გეზი. თურმე ინტიქტი, რომლის ძალითაც გული სახლისკენ გაუქევს ხოლმე კაცს, მაშინ კი ცოცხლობს ადამიანში, როცა ამ სახლის მაგივრობას პარკის მყუდროებაში განმარტოებული სკამი ასრულებს.
ქუჩის ერთ_ერთ უჩვეულო მყუდრო კუთხეში სოპი შეჩერდა და გაინაბა. აქ იდგა ძველი უწესრიგოდ ნაგები მახვილგუმბათიანი ეკლესია. იისფერშუშიანი სარკმელიდამ მკრთალი შუქი მოჩანდა. ეტყობოდა, ორღანზე დამკვრელი ჯერ არ წასულიყო და გულდასმიტ იმეორებდა საგალობელს, რომელიც კვირას წირვაზე უნდა შეესრულებინა. მუსიკის საამო ხმებმ,ა მონუსხულივით გააშეშა სოპი პატარა ეკლესიის რკინის მესერის წინ.
ვაზე ნათელი, უშფოთველი მთვარე კიაფობდა; იშვიათად თუ გაიხმაურებდა ეტლი, ან ფეხის მიმავალი მგზავრი.
ფანჯრის რაფაზე ჩამომსხდარი ბეღურები ძილისმომგვრელად ჟღურტულედნენ. ერთი წუთით ტავი სოფლის სასაფლაოზე გეგონებოდათ. საგალობელმა, ორღანზე რომ უკრავდნენ, რკინის მესერთან გააშეშა სოპი, ბავშობისას მრავალგზის მოსმენილმა ამ ჰანგმა მოაგგონა წარსულის ბედნიერი დღეები, როდესთან მასთან ერთად იყვნენ დედა და მეგობრები, კეთილი მისწრაფებანი და უბიწო ფიქრები, ვარდები და სუფთა ტანსაცმელი.
ძველი ეკლესიის მყუდრო გარემომ მძლავრი ზეგავლენა მოახდინა გულჩაყრუებულ სოპიზე. მის აფორიაქებულ სულში მოულოდნელი და საოცარი გარდატეხა მოხდა, სწრაფად, შიშის ზარით გაჰხედა ჭაობს, რომელშიც ჩაფლულიყო __ დამამცირებელი დღეები, უღირსი ზრახვები, ფუჭი იმედები, დაღუპული ნიჭი, მდაბალი მისწრაფებანი __ აი ყოველივე, რაც შეადგენდა მის ცხოვრებას.
ამ ახალმა განწყობილებამ უეცრად შეიპყრო იგი და გული სააამურად აუძგერა. უეცარმა მძლავრმა იმპულსმა მუხლთან ბედთან ბრძოლა მოაწყურა. თავს დააღწევს ამ ჭაობს, კაცად იქცევა, კვლავ დაამარცხებს და განდევნის ეშმაკს, რომელიც იგი დაიმონ. ჯერ კიდევ არის დრო, იგი ხომ შედარებიტ ახალგაზრდაა.
გაიხსენებს ბავშურ ოცნებებს, მისწრაფებებს და უყოყმანოდ განახორციელებს კიდეც. ორღანის დიდებულმა, საამო ჰანგებმა მთელი გადატრიალება მოახდინა მის სულში. ხვალვე წავა ქალაქის ბირჟაზე და იშოვის სამუშაოს. ბეწვეულით მოვაჭრე ერთხელ მეეტლეს ადგილს დაჰპირდა, ხვალვე მონახავს მას და სთხოვს სამუშაოს. ისიც კაცი იქნება ამ ქვეყნად ისიც...
სოპიმ იგრძნო, როგორ წაავლო მკლავში ვიღაცამ ხელი. იგი სწარად მობრუნდა და სახეგაბრწყინებულ პოლიციელს შეეეფეთა.
__ აქ რას აკეთებთ? __ იკითხა მან.
__ არაფერს, __ უპასუხა სოპიმ.
__ მაშ წამბობრძანდით, __ უთხრა პოლიციელმა.
__ სამი ტვე კუნძულზე, __ დაადგინა მეორე დილით პოლიციეს მოსამართლემ..