აბუსელიძე როინ
გაზიარება

უკულმინაციო ლექსი 

ამინდი სველი, 
შიგადაშიგ ქარების ჩქამი, 
დადუმდა ღელე, 
იკვეთება ნაკვთები დილის, 
გამოღმა გელი, 
პულსაციას გაებნა წამი, 
ავკრიფე წყევლა, 
შემოდგომა ოქტომბერს ყიდის. 

ვაიმე ნენი, 
დრო საოცარ ტკივილებს ბარდნის, 
მოხუცდა ცხენი, 
ბაბას ისევ ყანაში სძინავს, 
ვაშლები თოვდა, 
მეხათრება წარსულის ხათრი, 
დუმს ჩვენი ოდა, 
დეკემბერმა დაიდო ბინა. 

წაიქცა წელი, 
უხალისოდ გათოვდა თოვლი, 
გამოღმა გელი, 
გავიარე ბავშვობის - გაღმა, 
დადუმდა ღელე, 
დარჩენილა სამიოდ კომლი 
დავყევი დაბლა 
სოფლისაკენ მომავალ აღმართს... 

წარსულის ექო, 
მაბრუებს და მეკვრება სუნთქვა, 
რამდენ ხანს მეყო, 
ის ღამე და თვალები შენი, 
ფიქრების გემო, 
ოცნებებში მკთალდება სულ მთლად,
მიყვარხარ ჩემო, 
მიყვარხარ და 
ვაიმე ნენი... 

??????