Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

აბუსელიძე როინ
გაზიარება

ბათუმს 

"ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი
და მხიარული ულტიმატუმი,
შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი
შესწყვიტოს... ისე მიყვარს ბათუმი" -

თვით ბათუმია ამის მიზეზი,
ბათუმი ჩვენი ქვეყნის კელია
და ამ ქალაქში ხშირად ისე წვიმს
რწმუნდები წვიმაც ბათუმელია.

ლამპიონებზე ღრუბლებს აბამენ
ქუჩებიდღეა შარმის მორგება
როცა ამინდი რძისფერ საღამოს
მოიქარგავს და მოიქოლგება

და ერთ ქოლგაში მყოფი წყვილები,
მრავლდება თითო-თითო ტირაჟით,
ერთმანეთი რომ უყვართ,
წვიმაში -
მიხვდები კაცი დანამდვილებით.

სხედან ჩიტებიც სარეცხ თოკებზე,
სხედან და კენკენ ქალაქს ვნებიანს,
ჩერდება წვიმა ხოლო ქოლგები
სოკოებივით იკრიფებიან.

ლექსი კი რჩება როგორც ბარაქა,
მთვარეს რომ ეტრფისღამის - ბაირაღს
და მთელს ქალაქში მთელი ქალაქი
ბედნიერია რაღაცნაირად!...

??????