აბუსელიძე როინ
გაზიარება

სოფლელი - ქალაქელს აჭარაში ექსკლიუზივი

(ვუძღვნი ჩემს ძმას და მეგობარს ჯიმშერ ბოლქვაძეს)

რაღაც ბეთად და სხვაფრად დამცინი,
ნუ გააგრძელებ ძალიან გთხოვ,
სანამ გავდელდი, დროზე გამცილდი,
თორემ მეც ვიცი დაცინვა ჭოვ.

შენ კი აგრძელებ, და დგახარ მაინც,
ირონიით და ქილიკით სავსე,
რაღამც არ იშლი კაი ბატონო,
ოღონდ შევთანხმდეთ მე და შენ ასე:

კაი, დამცინე სოფლელობაზე,
კაი, დამცინე უშნო კილოზე,
მთაში გაზრდილმა ვეღარ მოგბაძე,
გაზრდილს ქალაქში, სანაპიროზე.

კაი, დამცინე ჩაცმულობაზეც,
მაგ შენს სინდისზე ხელის აღებით,
რა ვქნა ქალაქელს თუ ვერ მოგბაძე,
სოფლად გაზრდილმა - კაიმაღებით.

ოღონდ ამაზე, არ დაგცდეს სიტყვა,
ამის გამო ნუ მიცქერ ზევიდან,
შენ არ მითხარი - მე და მეუღლე
ყოველ სამ დღეში ვართო ექიმთან!

თქვი არა? ბლაყვი ხარ შენ ნამდვილი,
მერე რა თუკი ცოტა მიმაჭრეს,
მე ამით ძმაო ქე მყავს ცხრა შვილი,
შენ კი მკურნალობ პოტენციაზე.

??????