* * * "მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი) ექსკლიუზივი
მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი,
ქალაქი ვიყავ და უდაბურ ველად ვიქეცი.
მე სიყვარულმა მომაშორა სახლსა და ოჯახს
და სიყვარულის მსახურად და მხევლად ვიქეცი.
ნეტავ ვის ახსოვს, მეც რომ ვიყავ ცოცხალთა შორის?
შენ რომ გიხილე, გარდაცვლილთა მძევლად ვიქეცი.
შენმა სულმა რომ ჩემს სხეულში შემოაშუქა,
ჩემსას დავეხსენ, შენი სულის მცველად ვიქეცი.
მე დღედაღამე სიყვარულის ზღაპრები მესმის
და მეც ზღაპრად და ამ ზღაპრების მთქმელად ვიქეცი.