რუმი ჯელალ ედ-დინ
გაზიარება

* * * "ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები სიკვდილის წამით" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი) ექსკლიუზივი

ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები სიკვდილის წამით,
არ გეგონოს, რომ დამენანოს საწუთრო რამით;
ნუ დამიტირებ და ნუ მეტყვი - ვაი, ვაი შენ!
"ვაი" მაშინ თქვი, თუ საწუთრომ დამგესლა შხამით.
ჩემს საცხედრეს რომ დაინახავ, არ თქვა "მშვიდობით!",
მე საპაემნოდ წავალ მაშინ უსულო გვამით.
დამფლავ და საფლავს არ უწოდო ყრუ უკუნეთი,
ის აჟღერდება სატრფიალო თავშეყრის ჩქამით.
ჩასვლა თუ ნახე, ზეამოსვლაც უნდა იხილო,
მთვარე რომ ჩადის, განა ზიანს ნახულობს ამით?
ქვე ჩასვლა შენთვის სასრულია, ჩემთვის - საწყისი,
და მხიბლავს მე ეს სულიერი განწმენდის ჟამით.
თესლს რომ თესავენ, სხვა დასაბამს წარმოშობს იგი
და ადამის ძეც განახლდება სხვა დასაბამით.
სიტყვა გაწყვიტე ამიერ, რომ იმერ ზენამ
შენც გისმინოს და მოგეახლოს ტრფიალში დამით. 

??????