Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 4 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) ექსკლიუზივი

ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი გული გქონია,
რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?!
მშვენიეწრება საკუთრება რატომ გგონია?
მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ.
ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე,
რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვა ბუნებამ!
ჩემო მევახშევ, სხვის ქონებას რატომ აბანდებ,
როცა სარგებელს არ იძლევა განძის ბუნება!
თავადვე გწამლავს უსარგებლო ვაჭრობის შხამი,
საკუთარ თავის გასაძარცვად მართავ ბაზრობას,
მაგრამ დადგება საბოლოო განკითხვის ჟამი
და, ნეტავ, რითი გაამართლებ მაგ უაზრობას.
უმოდგმოდ ქრება სილამაზე, ვით მოჩვენება,
მომავლის შემქმნელს ჭირისუფლად რჩება მშვენება.

??????