შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 5 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) ექსკლიუზივი

ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავებენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,
ოდესღაც მწვანე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.
მაგრამ ზამთარშიც არ მოკვდება ჭრელი ზაფხული,
და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,
თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,
როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.
იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,
ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.

??????