შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 7 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) ექსკლიუზივი

ხედავ მეწამულ განთიადის გასხივოსნებას?
ცამ მოახურა ანთებული რიდე ბუნებას,
მზის ჩირაღდანი გულს იტაცებს, როგორც ოცნება,
მიწაც შეჰყურებს უზენაეს დიდებულებას.
როდესაც მნათობს, ცის უმაღლეს წვერზე აყვანილს
შუადღის პირას შეეტყობა დავაჟკაცება,
მოკვდავთა მზერა მაინც მისკენ ილტყვის თაყვანით,
მისი რონინი, ღვთაებრივი, გვყოფნის განცდებად.
მაგრამ როდესაც კაბადონი დაიბინდება
და მზე ბებერი ნაპრალებში კვდება წვალებით,
მაშინ არავის აგონდება მისი დიდება
და მზერას უკვე იტაცებენ სხვა მწვერვალები.
მალე ჩაქრება იმ მზესავით შენი მნათობიც,
რადგან უშვილოდ რჩები შენი უნიათობით.

??????