ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

აცაბაცა 

იგერიებ ახალ-ახალ
ეჭვებს: მთვრალი აღარა ხარ.
არ მოგწყინდა ცისკენ ცქერა,
კიდეც ჭრი და კიდეც კერავ.
ტაშებსა და სტვენას შორის
შეგაშველეს ტრენაჟორი
და პამპულამ - პაწაწა და
პაწაწინა ბაცაცათა -
შენს ნაბიჯებს პაწა-პაწა
წაბაძა და წა-ცა-ბაძა:
ფხიზელი ხარ, მაგრამ მაინც
მიაბიჯებ აცაბაცა.

??????