ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

მიქელანჯელოს გახსენება 

ვერ იყოფენ სამოსახლოს სექტორი და სეგმენტი,
რომელია? ღმერთმა უწყის, რომელია ზედმეტი.
მოვიხილე ოფისი და ხავერა და ბუნაგი,
გადავთვალე და აღმოჩნდა მეცამეტე ბურვაკი.
მაინც რომელს ამჯობინებ: შარაფებს თუ საკურთხებს?
ვეღარავინ გააორებს სიძულვილის სამკუთხედს.
მე ჩემი მყავს ღმერთები და კერპები და მეტრები,
ცივი შესვას წყაროს წყალი, ვისაც ვეზედმეტები.
მე ჩინური კედელი ვარ, ანუ ბარიკადა ვარ,
თუ გადავალ, უსათუოდ დაკრეფილში გადავალ.
გავიხსენებ, ვინც დროებას მარცხი უნდა აგემოს -
მიქელს - არა გაბრიელს და არა მთავარანგელოზს, -
ვინც მიალაგ-მოალაგებს მარმარილოს ჯებირებს,
მოაცილებს ზედმეტებს და ხმას ამოაღებინებს.

??????