* * * პირველად ვშიშობ ექსკლიუზივი
პირველად ვშიშობ, იგვიანებს შუქი ხომალდის,
ნიანგებს მიაქვთ უცნაური კაცთა გვამები,
გრიალებს ქვიშა, ოაზისის მიღმა ვფრინდები,
აქ ჩემზე მეტი აღელვება დამასახიჩრებს.
ოაზისს მიღმა ქარში ხმება ჩემი ოცნება,
იტირე, ნახავ, თავზე ხელს რომ არ დაგისვამენ,
მდინარის წიაღ მოიგონებ გაავებულ ლომს,
ჩაევლები და უდაბნოში გადიხვეწები...
პირველად ვშიშობ, ახლოვდება შუქი ხომალდის,
უმწეო კოშკებს ნიანგები ახლიან კაცებს.
ზღვა თუ გასივდა, გველეშაპიც ბობოქრობს მაშინ,
რა მენაღვლება სამყარო თუ იმხიარულებს.
ვისმენ ზარ-შხუილს ქუჩებიდან გამოკიდებულს,
ოაზისს უნდა დაიტოვოს ჩემი სიმდიდრე,
მაგრამ მესიზმრა კუდდაჭრილი ძაღლების ჯოგი
ყველას ამოთქვლეფს და ქარებიც გაირინდება...
წვიმას რა უნდა, თუ ისურვებს ყველგან მომაგნებს,
გაფატრულ ბატკნებს ოაზისში მივაბალახებ
და თუ მწყემსია უნაპირო ზღვა და სიცივე,
გადასრესილი ოაზისი მომენატრება.
გრიალებს ქვიშა!
ოაზისის მიღმა ვფრინდები,