ხოფერია გია
გაზიარება

* * * მოვდივარ შენთან ექსკლიუზივი

მოვდივარ შენთან, შენ არსად არ ხარ,
მგონი, არც მე ვარ, ბობოქრობს ნისლი,
რადგან არ მოჩანს ტკივილად ახლა,
თუკი რამ დარჩა ტკივილის ღირსი.

მაეჭვებ გულო, ნუთუ გამცილდი,
ცარიელი ვარ აღსავსე გმინვით.
უსაქმოდ რბიან წლები განცდილი
და მე არ ვიცი, ვინ არი გმირი.

ჯერ ჩემი თავი ვერსად დავლანდე...
ბედნიერია ხალხის გონება -
ლაღად არიან ამ ქვეყანაზე
იცხოვრება თუ არ იცხოვრება.

მე კი მოვედი, რომ ერთხელ ვნახო,
თუკი რამ დარჩა ტკივილის ღირსი.
დგას ბედისწერა ძალიან ახლო -
უკვდავება ან მარადი ძილი.

??????