* * * ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ექსკლიუზივი
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში
ტელევიზიის მთავარი პერსონაჟი გახლავთ
კბილის პასტა ქოლგეითი,
ხოლო უფრო მომცროებად გამოიყურებიან
პრეზერვატივი `კაკაჩა~ ან სარეცხი ფხვნილი `მიხაკო~...
თუ ამას დავუმატებთ ლათინური ამერიკიდან
გადმოსროლილ დესანტს უკანალში ზორტამოკრულ ქალებისას
და აქა-იქ გავაფხვიერებთ მენიუს ადგილობრივი წარმოების
სახლიდან გაყრილი პოლიტიკოსებით
იქნებ დიდი მიღწევა იყოს ოდნავი წარმოსახვა,
რა დღეშია ჩავარდნილი ჩემი გენიალური თავი
ბაღლინჯოების ანკესზე წამოგებული.
იციცქნებიან ბაღლინჯოები და მითვისებენ უმად...
ხოლო კბილის პასტა ბაირამობს ღია ეთერში.
იგი ისეთივე გმირია თანამედროვეობის,
როგორც ლექსენი და სხვანი -
ათ ნომერ ძაფზე ჩამოკიდებული ვარსკვლავები,
შვილები დიადი ეპოქისა, დიადი პრეზიდენტისა,
დიადი ქალაქისა და სოფლისა,
დიადი არაფრისა.
ისინი არსაიდან მოვიდნენ და პირდაპირ გაცუნცულდნენ
ეთერში.
ისინი ვარსკვლავები კი არიან,
მაგრამ კბილის პასტებიც გახლავან,
პრეზერვატივებიც და სარეცხი ფხვნილებიც.
ისინი არყევენ საკოლმეურნეო მასებს,
ახალგაზრდობაგამოცლილ ახალგაზრდებს,
უთავო მხედრებს და სქესმოშლილ ვინმეებს.
ბაღლინჯოებს კი ანკესზე ჩამოცმული აქვთ
ჩემი გენიალური თავი და გასაქანს არ მაძლევენ
ერთხელ მაინც გავხდე მეტეორი,
ათ ნომერ ძაფზე ჩამოკიდებული ვარსკვლავები
ერთმანეთს რომ მივარეხვო ლაყე კვერცხებივით.
აფსუს, რა კარგი დრო ცდება უჩემოდ!