მამის წუხილი ექსკლიუზივი
მეორე დღეა,ვიღაცას ველი,
თუმც ვიცი,ვიცი არავინ მოვა,
უშორეს გზებით წასულა ყველა,
ვიღაცის დარდად,ვიღაცის გლოვად.
ვზივარ,საზღვარი არა აქვს მოლოდინს,
ეტყობა,ჩემთვის ვერავინ იცლის,-
ჩემს სანახავად არავინ მოდის
არც ვინმე მოვა,აშკარად ვიცი.
ჩემს ნახვას არსად აღარ ნატრობენ,
ჰგონიათ,ფეხზე ვეღარა ვდგები...
მე საბუდარი უკვე დავტოვე
უცნობი გზებით მიცურავს გემი...