ჩემს ძმას კვირია ექსკლიუზივი
ფეხი დავადგით მიწას საფიცარს,
ვიარეთ თითიც არა გვტკენია,
ჭერს სიძლიერე ჰქონდა პაპისა და
დედის სითბო ჰქონდა კერიას.
წამოვიზარდეთ გავხდით ბიჭები,
მოგვცეს თფიც და საპირისწამლეც,
დედის დარდით და მამის იჭვებით,
მერე ვისწავლეთ მაინც ვისწავლეთ.
დედის ალერსი მუდამ გვწყუროდა,
კერიაზე რომ დარჩა მუდმივად,
ჩვენთვის გზა არვის არ დაულოცავს,
საგზალიც არვის არ ჩაუდია.
ვიარეთ მაინც გავტევით სხვა გზებს,
ხან ეკლიანს და ხან ქარბუქინს,
დედას კალთიდან შემოვექსაქსეთ,
ისე რომ არვის არ გაუგია.
და ახლა...აბა,ვის ებრალები,
ფიქრი ჩნდება და სადგაც ყრუდ მივა,
ზღვას მინდობილი კაცის თვალებით
პალატის ექიმს უცდი მუდმივად....