ბარათი სწორფერს ექსკლიუზივი
თუმცა ყოველთვის ნასვავ ოცნებას,
დაგყვება ფიქრი მიუწვდომელი,
შენ ხარ ზღაპარი და საოცრება,
ჩემთვის -სიშორე ციურ ცთომილის.
არ ვიცი,საით რა გზებს გაჰყევი,
სალოცავო და ჩემო წმინდანო,
შენ გადიფრინე ცხრა მთა ,ცხრა ხევი,
მე მარტო შევრჩი ჩემს კარ-მიდამოს.
რა არ ვახვეწე მაღლა მნათობებს,
ვერ დაგაბრუნა ვეღარც გუდანმა,
ნაკვალევი ხომ მთებში დატოვე,
ნუ დაბრუნდები,არა უნდა რა.
შენ მუდამ ჩემთან ერთად იმგზავრებ,
შენსავით მხიბლავს,შენი გრილოცა,
გამოსათხოვარ ბარათს გიგზავნი,
როგორც წუხილს და როგორც მილოცვას.
რა ვიყოთ,თუკი შენს უნებურად
ოცნებამ შორი ზღვები გაცურა,
ვინც მდინარეში შეცურებულა ,
ნაპირზე ყველა ხომ არ გასულა?
და მაინც სიზმრად მოხველი წუხელ
გეფერე,მაგრამ ვერ დაგიზავე...
თუმც შემაჩვიე ყოველგვარ წუხილს
და ეს ფიქრები რაღას მიზამენ !