აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

იცით,ის პატარა გოგოა...(მიმის) 

იცით, ის პატარა გოგოა,
ისეთი გოგოა,რავიცი...
არ ვიცი მატარა როგორ და,
მციოდა, ადგა და ჩამაცვა.
ქარი შემოუჩნდა ჩვენ ჭადარს,
შედგა და ჩალეწა ლავიწი.
ვფიქრობ და ერთი მაქვს ეჭვად ,ხვალ...
ხვალ გულში ჩავსვამ და ჩავიწერ
იმ გოგოს...
ისეთი ციცქნაა...
ისეთი თბილია, ისეთი...
დედა, შენს სახელს ვფიცავარ,
ვერავინ ვერ მიგებს მის მეტი.
ბაღებში მოგროვდა ფოთოლი,
ქარმა მეც პერანგი გამაძრო.
დე, ხო ჯობია მოყოლილს,
მოგიყვანო და გაგაცნო?..

??????