არაბული მინდია
გაზიარება

შეხვედრა გაბრიელ ჯაბუშანურთან ექსკლიუზივი

გაბრიელ ახლა შენს ლექსებს ვქექავ
და ალად-ალად ერთურთს დავკივით.
ხან ენუკვები ცისკარს და მზექალს
ხან მგზავრი ვინმე ხარ გასაკვირი.

ხან მიწას ლოკავ,ხან ცას მისტირი,
ვზივართ სიკეთის ორი მძებნელი:
შენ კაცი,ლექსად ჩამოწრეტილი,
მე რედაქტორი გამომცემელი.

მამდის,გაბრიელ,ლექსობა შენი
და გულში ვიქრობ საგონს წუთიერ,-
არაგვს მოჰყვები თავისკე მღერით,
ქვე რახელ-რახელ გამოუტიე!

??????