ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * მამული - გაგიხარია ექსკლიუზივი

მამული - გაგიხარია! -
ბევრმა აქცია სახრავად:
ზოგიერთები - არიან!
ზოგიერთები - გახლავან!
ისეთი კალენდრებია,
არყები გაწყალდებიან,
არიან! - წაეთრევიან!
გახლავან! - წაბრძანდებიან!
გვიხმობს ზარი და ნაბათი,
მაგრამ გზები გვაქვს მოჭრილი,
მე ვარ და ჩემი ნაბადი -
თქვენი მონა და მორჩილი.
2002

??????