ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * გაძვირდა სკამი  ექსკლიუზივი

გაძვირდა სკამი გაძვირდა,
დაფასდა ტყე და ხე და
დამძიმდა კაცობრიობა,
სხედან, ბატონო, სხედან!
ერთი ორი სკამზე ისე ზის,
ვერ ვგრძნობ წყურვილს და შიმშილს,
ლერწამზე სწრაფად იზრდება
სკამის დაკარგვის შიში.
მინდა, ხეს გადავეხვიო,
ხის ტოტებსა და ფესვებს,
და ისე უნდა ვიყვირო,
ქვეყანა დადგეს ფეხზე!
1983

??????